ქედის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მუშავდება – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი მაისის ტერიტორიაზე თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, თერმული ნისლის გარდა, გამოიყენება ცივი შესხურების ტექნოლოგია, წერტილოვანი წამლობები ტარდება სპეციალურ სადგურებზე. პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დროისთვის დამუშავებულია 240 ჰა ფართობი. სააგენტო აქტიურად […]

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღო

ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე მიიღო. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება. ასევე, დღეს უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა პარიზს ეწვიოს, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში […]

გიგი უგულავა – ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა დასახელდეს, პრემიერობის კანდიდატი კი თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დასახელდეს და ის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. როგორც უგულავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის არჩევნებამდე დასახელება მნიშვნელოვანი იმის გამოა, რომ „ეს ამბავი საზოგადოებას და 4 სუბიექტს, რომელიც ბარიერს სავარაუდოდ გადალახავს, გათავისებული […]

მამუკა მდინარაძე – აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე – მიხვდნენ, რომ ევროკომისიის ცუდი დასკვნა ხალხის მიერ გაშიფრული იქნებოდა და ეს არჩევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებდა

იფიქრეს, იქნებ რეზოლუციებით, ბუნდესტაგის განცხადებებით, მიღებული გადაწყვეტილებებით, გარე აქტორებით, ელჩების ნეგატიური განცხადებებით ვიმოქმედოთ არჩევნებზე და ეს ე.წ. კოზირი დავიტოვოთ არჩევნების შემდეგ – აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის გამოქვეყნებაც 30 ოქტომბრისთვის გადაიდო. მდინარაძის თქმით, „მიხვდნენ, რომ ევროკომისიის ცუდი […]

აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვა სცადეს

ქალაქ აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვა სცადეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მძარცველებმა „კრისტალ ბანკში” ტელევიზორი და კომპიუტერები დააზიანეს. არსებული ცნობით, თავდამსხმელები ბანკის საცავის გახსნას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ახალ ბანერებზე ოპოზიციის შეფასებებზე – ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, ვიღაც როგორ მართავს გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს

ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორ მართავს ვიღაც გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს. ვიღაცას, საერთო ერთ ხელს, როგორ ჰყავს საბმელით მობმული, როგორც ბოროტი კლოუნები და თავის ჭკუაზე ატარებს, ეს არის იმ ბანერებზე ასახული“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ახალ ბანერებთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციების […]

კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა

კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე” გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. „კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი გახდა. კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული […]

ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ – იმიტომ ვამბობთ – მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ

ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ – იმიტომ ვამბობთ – მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ – იმიტომ ვამბობთ – მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, უკრაინა თავად […]

72 წელი იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და ეს მაჩვენებელი 75 წლამდეა გაზრდილი – ირაკლი კობახიძე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება ეს იყო სწორედ ღირებულებითი არჩევანი. პოლიტიკის ცენტრში უნდა იდგეს ადამიანი, რაც სრულიად განსხვავებულად იყო 2012 წლამდე, პირიქით, ადამიანის ღირსება იყო ის, რასაც ყველაზე მეტად ლახავდა მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო […]

„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი. „შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა […]