საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ ₾5.7 მლრდ-ს გადააჭარბა – გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ ₾5.7 მლრდ-ს გადააჭარბა – გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.7 მლრდ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მომგებიანობით დინამიკური პორტფელი ხასიათდება. “14 თვე გავიდა, რაც 3 საინვესტიციო პორტფელი: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური გაეშვა. ნომინალურად ამ პერიოდზე დაახლოებით, […]

„გვაქვს სავაჭრო ცენტრის პროექტი, რომელსაც მომავალ წელს ან დავაანონსებთ, ან არა. მხოლოდ არაპროგნოზირებად გარემოზე არაა საუბარი, გართულებულია ბიუროკრატიული მექანიზმებიც“

„გვაქვს სავაჭრო ცენტრის პროექტი, რომელსაც მომავალ წელს ან დავაანონსებთ, ან არა. მხოლოდ არაპროგნოზირებად გარემოზე არაა საუბარი, გართულებულია ბიუროკრატიული მექანიზმებიც“ „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, ბიზნესისთვის ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება გართულდა. როგორც ლევან ყარალაშვილმა BMG-ის განუცხადა, არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათი კომპანიის ერთ-ერთი საინვესტიციო […]

გიორგი გახარია – რასაც ახლა მამუკა მდინარაძე ბოდავს, რჩება ბოდვად – ძალიან სახიფათო ველზე შედიან

რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად – ძალიან სახიფათო ველზე შედიან, – ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ის ისტერიკა, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე. „მამუკა […]

მამუკა წოწერია – „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მოქალაქეებს ართმევენ პირადობის მოწმობებს, უღებენ ფოტოებს და 200 ლარის სანაცვლოდ სთავაზობენ, თქვან, თითქოს, პირადობები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჩამოართვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის სოფლებში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და თანხის სანაცვლოდ სთხოვენ პირადობების წართმევის ფაქტი „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგზე გააკეთა. წოწერიას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებში მხილებული ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს არჩევნების დღეს, უბნებზე პროვოკაციების მოსაწყობად ამზადებს. მისი თქმით, ბოლო შემთხვევა წუხელ, სოფელ რიყეში […]

ბოლნისის მერია – ქალაქ ბოლნისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის 280 გრძივ მეტრზე ადგილობრივი ბაზალტი დაიგება, შეიცვლება საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 555 […]

“სააგენტოს თანამშრომლები პროექტში არ მონაწილეობდნენ” – სანდრო ჯავახიშვილი METRO-ს ტოვებს

JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა სანდრო ჯავახიშვილმა დატოვა. მას შემდეგ, რაც კომპანიის დირექტორმა ნიკა ბოჭორიშვილმა დაპოსტა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტული კლიპი მან ფრილანსერებთან ერთად გადაიღო, კომპანიას თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ. ჯავახიშვილი წერს, რომ ამ პროექტის შესახებ კომპანიაში არაფერი იცოდნენ. “სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ […]

JWT METRO-ს კრეატიული დირექტორი: ჩვენი სააგენტო, ფაქტობრივად, დაიშალა

JWT METRO-ს კრეატიული დირექტორის, ეკა ყიფიანის განცხადებით, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე “სააგენტო ფაქტობრივად დაიშალა”. ყიფიანი ფორმულასთან საუბრისას განმარტავს, რომ მათ სააგენტოს ქართული ოცნების პროპაგანდისტული კლიპის გადაღებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აღნიშნავს, რომ METRO-ს დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილებას, ჩართულიყო ვიდეორგოლის შექმნაში, არ ეთანხმებიან. ყიფიანის თქმით, პროექტის შესახებ სააგენტოს თანამშრომლებმაც გუშინ გაიგეს. “ეს ვიდეორგოლი არ გადაღებულა სააგენტოს ფარგლებში. […]

გახარიას თქმით, მარეგულირებელი მათ პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს

პარტია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნიკაციების კომისია მათ პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. გახარიამ მიმართა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, ასევე პარტიულ მედიებს – ტელეკომპანია იმედსა და რუსთავი 2-ს, გაუშვან მათი პოლიტიკური რეკლამა ეთერებში. “ჩვენი დღევანდელი თემაა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ სააგენტოში. იქ მიმდინარეობს […]

შამბას თქმით, საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი, თუმცა, აფხაზეთის სტატუსი არ გადაიხედება

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 9 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შორის ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შამბამ თქვა, რომ თუკი საქართველო “ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი მიესალმება შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს”. გარდა ამისა, შამბამ დაამატა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ისეთ […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სახელმძღვანელო რეკომენდაცია გამოაქვეყნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სახელმძღვანელო რეკომენდაცია შეიმუშავა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სახელმძღვანელო რეკომენდაცია ოთხი ნაწილისგან შედგება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი თემებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, კანონშესაბამისობის უზრუნველყოფასა და პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხებს მოიცავს. „მასში განხილულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად […]