ბრიტანეთში, ყოველმა მეშვიდე კომპანიამ გადასახადების გაზრდის შემთხვევაში ქვეყნიდან წასვლა დაუშვა – გამოკითხვა

ყოველ მეშვიდე ბრიტანულ კომპანიაში მენეჯმენტი შეისწავლის ბიზნესის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადატანის შესაძლებლობას, თუ სამეფოში გადასახადები გაიზრდება, იუწყება Bloomberg–ი, კომპანია Savanta-ს გამოკითხვაზე დაყრდნობით. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ რივზმა ოქტომბრის ბოლოს უნდა წარადგინოს ახალი ბიუჯეტი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გადასახადების მომატებას კაპიტალის ზრდაზე, სიმდიდრესა და ქონებაზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხელისუფლებაში ცოტა ხნის წინ მოსული ლეიბორისტების ეკონომიკური პოლიტიკისადმე […]
ტარას სტეპანენკო: საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია – კარგი შედეგის მიღწევას შევეცდებით

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს პოზნანში უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი ჩენი მეტოქის ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ გააკეთა: „როდესაც პირველად გამომიძახეს ნაკრებში, ეს ჩემთვის დიდი მოვლენა იყო. ეროვნულ გუნდში ტრავმირებულიც კი მოვდიოდი, ვარჯიშობდი და დახმარებას ვცდილობდი. ახლა 35 წლის ვარ და ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვალა. ყველა ფეხბურთელი უნდა გრძნობდეს […]
სახელმწიფოს შშმ ბავშვისთვის მორალური კომპენსაციის სახით 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციის, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” PHR-ის ინფორმაციით, სახელმწიფოს დაეკისრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 12 000 ლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ შშმ ბავშვმა, ლუკამ, ვერ მიიღო მისთვის საჭირო სერვისი სახელმწიფოსგან, რადგან ასეთი სერვისი ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობდა. ამის ნაცვლად მოზარდი 3 თვეზე მეტხანს იძულებით განათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. თუმცა ეს არ […]
ვაიმარის სამკუთხედი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ვაიმარის სამკუთხედის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში გამოხატულია მხარდაჭერა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ და წუხილია გამოთქმული საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს. „ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა […]
მოხარული ვიქნებით, თუ გერმანიაში მცხოვრები ქართველები არჩევნებზე თავიანთ წვლილს შეიტანენ – საელჩო

გერმანიის საელჩოს განცხადებით, გერმანიაში არასდროს გამოყენებულა მეგობარი ქვეყნების საარჩევნო უბნების გახსნა სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისთვის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში. ასე უპასუხეს მათ ნეტგაზეთის მიერ გაგზავნილ კითხვას – საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, ან გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისვლა, შეუქმნის თუ არა რაიმე სახის პრობლემას საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება გერმანიაში […]
კარგი იქნება, თუკი ბაზრების წილი რამდენიმე წელიწადში რუსეთს და სხვა ქვეყნებს შორის 50/50-ზე იქნება – ეკა ვეფხვაძე მოცვზე

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 28 მილიონ დოლარამდე ღირებულების 5 ათას ტონამდე მოცვი გაიყიდა. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. 2023 წლის 12 თვეში ექსპორტზე 21 მილიონი დოლარის 3.5 ათას ტონამდე მოცვი გაიყიდა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი, 4 ათას ტონაზე მეტი, მეზობელ რუსეთში გაიყიდა, მას მოსდევს გერმანია, სომხეთი, პოლონეთი, არაბთა […]
“უცხოეთიდან დანიშნული პრემიერი გვმართავდაო ტიპმა და კიდე ჩვენ გვეძახიან აგენტებს, ესჩემისები!” – ლევან ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი: ანუ, თქვენთანაც იგივე წერია, რაც ჩემთან, ხომ? მამუკა “ბათურა” მდინარაძემ მართლა თქვა, გახარია გარედან დარეკილზე დავნიშნეთ პრემიერადო, ხომ? აეგრე, ვიღაც გარე ძალებს ხარკი გადავუხადეთ და მაგიტომ დავნიშნეთ პრემიერად კაცი, რომელიც წლები გვაზიანებდაო. ტიპი საკუთარი პირით ამბობს, ქვეყნის მმართველს გარედან გვინიშნავდნენო და თან ღირსებაზე და ორი ფეხით დგომაზე ლაპარაკობენ. სიდებილეშიც ხომ შეიძლება რაღაც […]
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება “ოცნებას“

“ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო წუხილს გამოთქვამენ. ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება, როგორც […]
“ოცნების” აგიტატორები ფლაერებს ნაგვის ურნებში ყრიან – ფოტო

“ოცნების” აგიტატორები საარჩევნო ფლაერებს ნაგვის ურნებში ყრიან. ფოტო-მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. ჩანს, რომ სააგიტაციოდ განკუთვნილი მასალა სანაგვე ურნაშია ჩაყრილი.
1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა საქართველოდან – მშვიდობა და ეკონომიკის განვითარებაა მათი დაბრუნების წინაპირობა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ათობით წლის განმავლობაში მოდიოდნენ ევროპაში სამუშაოს საპოვნელად და უკეთესი ცხოვრებისთვის, იცოდნენ თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ყველას ჰყავს ოჯახი საქართველოში და მათზე უკეთ არავინ იცის, რა არის გაჭირვება და რას ნიშნავს ის უბედურება, რაც ომს მოაქვს“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა იტალიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი […]