მამუკა ხაზარაძე – ჩვენ შევცვალეთ მიდგომა პოლიტიკის მიმართ

ჩვენ შევცვალეთ მიდგომა პოლიტიკის მიმართ. ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა ილაპარაკოს და ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა ვუსმინოთ და არა პირიქით , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველოს აშენებაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. „ძირითადად ასე იყო, რომ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ტრიბუნიდან და ეს უთქმელობა მიჰყვება ადამიანს სახლში. […]

კახა კალაძე – კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე – „ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს ეროვნულ ინტერესს

კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე – „ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოგესალმებით მეგობრებო! მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო! მივესალმები ქობულეთს, ქედას, ხულოს, შუახევს, ხელვაჩაურს! მივესალმები […]

გაუტამ ადანი ინდოეთში Heidelberg-ის ცემენტის საწარმოს ყიდვას 1.2 მილიარდ დოლარად გეგმავს – Reuters

უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენის, გაუტამ ადანის მფლობელობაში არსებულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა Adani Group-მა ინდოეთში Heidelberg-ის ცემენტის საწარმოს და ადგილობრივი ბიზნესის ყიდვა გადაწყვიტა. Reuters-ის ინფორმაციით, ინდური გიგანტი გერმანული კომპანიის აქტივებში 1.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის და ტრანზაქცია ნაღდი ფულის სახით განხორციელდება. გამოცემის ცნობით, მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ადასტურებს. Heidelberg Materials, რომელიც ინდოეთის ბაზარზე […]

გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ჩარჩო პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი, ბიზნესი არის თავისუფალი, გვაქვს მშვიდობა, ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაც გვაძლევს ეკონომიკის სწრაფად განვითარების და იმ ოპტიმისტური პროგნოზის წარმოდგენის საშუალებას, რომელიც ჩვენს პროგრამაში იყო ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის […]

კახა კალაძე – საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად

აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ასეა დღესაც , – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მისი თქმით, დგას დღეს ქვეყანა. “ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. […]

გიორგი მარგველაშვილი – ჩვენ გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ძლიერად – ამ ქვეყანას გავხდით იმ საქართველოდ, რომელიც უნდა იყოს და არცერთხელ არ დაგვაცადეს

მე არ ვარ დედაქალაქის მცხოვრები, რაიონში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი ის ტკივილი, რაც თითოეულ ოჯახში არის, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩეველთან განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, კოალიციაში შეიკრიბა ისეთი ხალხი, რომელმაც საქმის კეთებაც იცის და სამშობლოს სიყვარულიც. “მე არ ვარ დედაქალაქის მცხოვრები, […]

გლობალური საჰაერო ტვირთების მოცულობა გაიზარდა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ცნობით, აგვისტოში გლობალური საჰაერო ტვირთების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,4%-ით გაიზარდა. დინამიკა ზედიზედ მეცხრე თვეა ორნიშნა პროცენტულ ზრდას აჩვენებს. IATA-ს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ყოველთვიურად ეს მაჩვენებელი 0,2%-ით მცირდება. აგვისტოში საერთაშორისო საჰაერო ტვირთების მიწოდების მოცულობა წლიურად 12.4%-ით გაიზარდა. ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+14,6%), ლათინურ ამერიკაში (+14,2%), […]

ზელენსკი ლონდონში სტარმერს და რუტეს შეხვდა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა. ხუთშაბათს გამართული შეხვედრისას მათ კიევის “გამარჯვების გეგმა” და რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური შორი რადიუსის იარაღის გამოყენების უფლება. სტარმერმაც და ზელენსკიმაც, ორივემ განაცხადა, რომ რუსეთთან ომი კრიტიკულ ფაზაშია, და რომ უკრაინას ბრძოლის ველზე ბალანსის შეცვლის მცდელობისთვის დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდება. ზელენსკი ამერიკისა […]

ფლორიდაში ქარიშხალს სულ ცოტა, 4 ადამიანი შეეწირა

10 ოქტომბერს ქარიშხალმა “მილტონმა” ატლანტის ოკეანეში გადაინაცვლა, მაგრამ მანამდე ფლორიდის შტატს დიდი ზიანი მიაყენა, რის გამოც 3.2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ძლიერი ქარის და წყალდიდობის გამო, ამერიკის სამხრეთ შტატში სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა. 9 ოქტომბერს, ქარიშხალმა ხმელეთზე გადასვლისას ძალა დაკარგა, სინოპტიკოსებმა შტორმს მოსალოდნელი მე-5 კატეგორიის ნაცვლად, მე-3 კატეგორია მიანიჭეს. ქარის სიჩქარე ტამპის […]

ცესკო – ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს – ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე […]