“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში: მოგესალმებით ძვირფასო აჭარლებო, მივესალმები ჩვენს დელეგატებს პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში. აჭარა და ბათუმი თითოეული ქართველისთვის არის ის მხარე და ქალაქი, რომლის მიმართაც ყველას განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს. მიხარია, რომ დღეს ეს მხარე და ეს ქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 12 […]

ცესკო: ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა 10 ოქტომბრის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უწყების ცნობით, დამატებით, საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი კვლავ განიხილება ხვალინდელ, 11 ოქტომბრის სხდომაზე. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი […]

ირაკლი კობახიძე – ეს არის არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, სურს ომი თუ მშვიდობა, მხარს უჭერს ამორალურ პროპაგანდას თუ ტრადიციულ ფასეულობებს

აჭარა და ბათუმი თითოეული ქართველისთვის არის ის მხარე და ქალაქი, რომლის მიმართაც ყველას განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს. მიხარია, რომ დღეს ეს მხარე და ეს ქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 12 წლის წინ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აჭარა და ბათუმი კიდევ უფრო გალამაზდეს და განვითარდეს. ამისათვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია შევინარჩუნოთ მშვიდობა, და მტკიცედ და […]

შალვა პაპუაშვილი – მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა, მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის

26 ოქტომბერი სწორედ ის გადამწყვეტი მომენტია, როდესაც სიკეთემ ბოროტებას, მშვიდობამ ომს, პატრიოტიზმმა სხვების მსახურებას, დამოუკიდებლობამ ვასალობას, საღმა აზრმა ლგბტ პროპაგანდას უნდა სძლიოს , – განაცხადა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს „უნდა წავიდეთ არჩევნებზე, მშვიდობის, ღირსების და კეთილდღეობის დასაცავად“. პაპუაშვილის […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე დიდი დანაშაული და ღალატი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი, ქვეყანა საშინელ ავანტიურაში ჩაითრიეს – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას უწყვეტი 12 – წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მოუტანა

მთელმა ქვეყანამ კარგად იცის რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. არავის დავიწყებია საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის, წამების, ბიზნესის და ქონების წართმევის და ათასი სხვა უბედურების მომტანი სისხლიანი მმართველობის 9 წელი და 12 წლის შემდეგ, ბათუმი და მთლიანად აჭარა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად გადაიქცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, პარტიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ე.წ. აგენტების კოალიციამ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო – ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“

დღეს არჩევანი მეგობრებო მარტივია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ომი, ან მშვიდობა, თუმცა გავიმეორებ, სიფრთხილე და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს! 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში შეკრებილ მოსახლეობასთან. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ მოახლოებული საფრთხის […]

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის წინსვლაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო – 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა!

2 კვირა გვაშორებს გადამწყვეტ არჩევნებამდე, რომელსაც რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს – ეს არის არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, სურს ომი თუ მშვიდობა, – ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლას განაცხადა, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა […]

ირაკლი კობახიძე – უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის უმთავრეს შედეგებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა 2012 წელს სხვადასხვა სფეროში არსებულ ვითარებასა და ახლანდელ გაუმჯობესებულ მონაცემებზე და აღნიშნა, რომ „უმძიმესი მემკვიდრეობის“ მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება. „2012 წელს მხოლოდ […]

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლებამ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ბათუმი სტადიონის გარეშე დატოვა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახალი, ულამაზესი სტადიონი არ ააშენა

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ბათუმის ახალი სტადიონია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ ბათუმი სტადიონის გარეშე დატოვა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქში ახალი სტადიონი არ ააშენა, პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა […]

რაფაელ ნადალმა საჩოგბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 38 წლის სპორტსმენმა განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. „რამდენიმე მძიმე წელი გავიარე, განსაკუთრებით რთული ბოლო ორი წელი იყო“, – განაცხადა რაფაელ ნადალმა საკუთარ მიმართვაში. ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერის მანძილზე 14-ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა, 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 2-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის […]