ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, არასრულწლოვანთა ინტერებს თუ ოჯახურ ღირებულებებს კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ!

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი მტრების მიერ ქართველი ერის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას დაასრულებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ბათუმში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და ზოგიერთ ორგანიზაციაში გაბნეულმა უცხოეთის აგენტებმა ზუსტად იციან, რომ უსიტყვო მორჩილება […]
ბიძინა ივანიშვილი – მშვიდობა ყველაფრის საფუძველია, რომლის გარეშეც ვერაფერი მიიღწევა, თუმცა ჩვენ მხოლოდ მშვიდობას არ ვიცავთ – „ქართული ოცნება“ განუხრელად ყველა მიმართულებით ატარებს სწორ პოლიტიკას

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ საარჩევნო პროგრამაზე, ხელისუფლების მიღწევებსა და უახლოეს წლებში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა ყველაფრის საფუძველია, თუმცა, „ქართული ოცნების“ გუნდი იცავს არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ, სწორ პოლიტიკას ატარებს ყველა მიმართულებით. „როგორც იცით, კიდევ შეგახსენებთ, სამი დღის წინ, პრემიერმა […]
ტურიზმში ვერც წელს მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც 2019 წლამდე იყო – PEGAS Touristik Georgia

PEGAS Touristik Georgia, რომელიც როგორც გამყვანი, ისე შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, 2024 წლის შედეგებით უკმაყოფილო არაა. ამასთან, როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განაცხადა, 2019 წლის შედეგებს ვერც წელს მიუახლოვდნენ. “PEGAS Touristik-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში ოპერირებს და შემიძლია, სხვა ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობების სახელითაც თამამად ვთქვა, რომ არსად არ […]
ძალიან ვღელავთ, აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს არჩევნებს – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში დაფნა რენდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა და კონგრესი უმაღლეს დონეზე აკვირდებიან საქართველოს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სიტყვით გამოვიდა “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) და “ატლანტიკური საბჭოს” მიერ დაორგანიზებულ დისკუსიაზე, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ და რუსეთის გადაწყვეტილებაზე, მიზანში ამოიღოს არამყარი დემოკრატიები მსოფლიოში […]
ბრიტანული Unilever-ის რუსულ აქტივებს ალექსეი საგალის „არნესტი“ ყიდულობს

FMCG-სექტორის გლობალური ლიდერის, ბრიტანული Unilever-ის რუსულ ბიზნესს, რუსი მილიარდერის, ალექსეი საგალის „არნესტი” შეიძენს, რომელიც რუსეთში პარფიუმერიული და საყოფაცხოვრებო პროდუქციით არის დაკავებული. გარიგების პირობები ამ ეტაპზე არ სახელდება. გარიგება მოიცავს მთელ ბიზნესს რუსეთში და 4 საწარმოო ობიექტს. ასევე, გარიგების ფარგლებში, „არნესტმა“ შეიძინა Unilever-ის ბიზნესი ბელორუსიაში. „ტრანზაქციის საგანი იყო კომპანიის აქტივები, მათ შორის ოთხი საწარმოო ობიექტი ეკატერინბურგში, […]
ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თუ რატომ უნდა გამოვიდეთ 26 ოქტომბერს ქუდზე-კაცი და რატომ უნდა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება; თაობების ოცნება და ჩვენი ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა […]
კახა ქემოკლიძე – “ქართულ ოცნებას” ჰგონია, რომ რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს იტყვი, მით უფრო დაჯერებადი გახდება, მაგრამ მამუკა მდინარაძე გებელსი არ არის – გიორგი გახარიას დაწინაურება ივანიშვილის იდეა იყო

მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება მათემატიკურ ციფრებზე დაყრდნობილი შიშიდან გამომდინარეობდა – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა კახა ქემოკლიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. ქემოკლიძის შეფასებით, “ქართული ოცნების” წევრები შიდა კვლევებზე დაყრდნობით გრძნობენ ამ შიშებს და ამიტომ, გიორგი გახარიასა და სხვა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ აწარმოებენ ე.წ. შავ პიარს. “მათემატიკურ ციფრებზე დაყრდნობილი შიშიდან გამომდინარე, ისინი ხვდებიან, რომ […]
ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე

უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ სჭირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, […]
ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და საქართველო!

ქვეყნის წინსვლაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა დაიცვას მშვიდობა და შექმნას საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. […]
“ქართველებო, იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის წინააღმდეგ, მე შევუერთდები დემონსტრანტების ძახილს ქუჩებში” – ბუნდესტაგის დეპუტატი

გერმანელმა დეპუტატმა, ანიკო გლოგოვსკი-მეტრენიმ ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას განაცხადა: “ქართული ოცნება” გადაიზარდა “ქართულ კოშმარში”. სექტემბერში გამოცემული იქნა კანონები, რომლითაც ხდება განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია. მე მინდა გავავლო პარალელი რუსეთის ანალოგიურ კანონთან, ეს არის გარკვეული რევერანსი იმპერიალისტური მეზობლის მიმართ. პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. მე შევუერთდები დემონსტრანტების ძახილს ქუჩებში, არა რუსულ […]