გიორგი ვაშაძე – წარმოგიდგენთ “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პროექტს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს – პროდუქტს, რომელიც უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს

15 წლის წინ შევქმენით იუსტიციის სახლების პროექტი, რომელმაც მოქალაქეების და სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულება სრულად შეცვალა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პროექტის, “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პრეზენტაციისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, ახალი პროექტი უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს, რომელიც შემოსავალს გაზრდის არა მარტო ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ საქართველოს თითოეულ ოჯახშიც. “ დღეს წარმოგიდგენთ “მსოფლიო […]
კრემლმა აბუჩად აიგდო “მი 5”-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსი ჯაშუშები ბრიტანეთში და ევროპაში არეულობების მოწყობას გეგმავენ

ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის უშიშროების სამსახურ „მი5“-ს ხელმძღვანელის განცხადება, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა „გრუ“ მუშაობს იმისთვის, რომ ბრიტანეთში და ევროპაში ქაოსი გამოიწვიოს, უსაფუძვლოა და იგნორირებას იმსახურებს. „მი5“-ს შეფმა მაკკალუმმა სამშაბათს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „გრუ“ -ს „ჰქონდა მუდმივი მისია, ბრიტანეთის და ევროპის ქუჩებში არეულობა შეექმნა: ჩვენ ვნახეთ ცეცხლის წაკიდება, დივერსია და უფრო მეტი.“ კრემლის […]
თეთრი სახლი „ღრმად შეაშფოთა“ ლიბანში ისრაელის მიერ გაეროს სამშვიდობო ძალებისთვის ცეცხლის დაშენის შესახებ ცნობამ

თეთრი სახლმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ისრაელის არმიის მიერ ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის შტაბ-ბინისთვის ცეცხლის დაშენის გამო. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-მდივანმა, რომელმაც თქვა, რომ აშშ ისრაელისგან ინციდენტის შესახებ დეტალებს მოითხოვს. „გვესმის, რომ ისრაელი მიზანდასახულ ოპერაციას აწარმოებს „ცისფერი ზოლის“, მახლობლად , რათა გაანადგუროს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული“ […]
Politico – სტრასბურგში მატარებლის ევაკუაცია მოხდა, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ

გაურკვეველი “აფეთქების” შედეგად სტრასბურგში მატარებლის ევაკუაცია მოხდა, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლის ევაკუაცია, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, გაურკვეველი “აფეთქების” შემდეგ დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ მატარებლის ლოკომოტივში მოხდა. მედია წერს, რომ დანიელმა ევროდეპუტატმა პელე გერსტენმა ვითარება აღწერა, როგორც “ქაოტური”. არსებული ცნობებით, ინციდენტი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა, როდესაც […]
შალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან – თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის

ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ სინამდვილეში მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან. თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის, რას ნიშნავს ევროპა, მეგობრობა, ემპათია და გვერდში დგომა , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ნახა ის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო და დღემდე […]
“ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგის სისტემა მკაცრი იქნება” – ლევან გამყრელიძე

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყება. შესაბამისი ცვლილება საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევიდა, რომლის თანახმად, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე. ცვლილებას სექტორი დადებითაც აფასებს და ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ აამაღლებს მიუკერძოებლობის სტანდარტს და ინსპექტირების ხარისხს, მეორე მხრივ კი ინსპექტორების უფლებებს დაიცავს. სახმელეთო […]
ზელენსკი: ევროპელ მოკავშირეებთან რუსეთთან ზავს არ განვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ევროპული ტურნე დაიწყო 10 ოქტომბერს და უკვე ესტუმრა ბრიტანეთს და საფრანგეთს, განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრებზე და მოუწოდა დასავლეთს, გაუწიოს უკრაინას მხარდაჭერა მკაცრი ზამთრის წინ. ლონდონში, პარიზში, რომსა და ბერლინში თავისი 48-საათიანი მოგზაურობის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს სამხედრო და ფინანსური დახმარება მოიპოვოს იმ შიშის ფონზე, რომ […]
ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, არასრულწლოვანთა ინტერესებს თუ ოჯახურ ღირებულებებს კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი მტრების მიერ ქართველი ერის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას დაასრულებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ბათუმში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და ზოგიერთ ორგანიზაციაში გაბნეულმა უცხოეთის აგენტებმა ზუსტად იციან, რომ უსიტყვო მორჩილება […]
თამარ ჩუგოშვილი – ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის აღარ არსებობს არანაირი თანამშრომლობის სივრცე – ფაქტობრივად „პერსონა ნონ გრატად“ არიან მიჩნეული ჩვენი მთავრობის წევრები

ელჩმა თქვა, რომ მაღალი რანგის შეხვედრები აღარ ექნება ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად „პერსონა ნონ გრატებად“ არიან მიჩნეული ჩვენი მთავრობის წევრები, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდია“ განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინასაარჩევნოდ არ გაკეთდებოდა მკაცრი განცხადებები, რომ არა “„ქართული ოცნება“, რომელიც ვაჭრობს სიტყვა – „ევროპით“, იტყუება […]
შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის რეზოლუციაზე – ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის

ჰანს გენშერის ქვეყანაში, მიხაილ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ გასაკვირი არაფერი არ არის , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარდაჭერას. პაპუაშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიან მეგობრობას ძირს უთხრიან. „ჩვენ ვნახეთ […]