კოალიცია ძლიერ საქართველოს იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

კოალიცია ძლიერი საქართველო ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. როგორც ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა თქვა, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიები კანონის წინააღმდეგ მიდიან და მათ საარჩევნო კლიპებს ბლოკავენ. “ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევა, რასაც ეს მედიასაშუალებები აკეთებენ. განსაკუთრებით ეს მძიმეა დემოკრატიისთვის […]

ანა ნაცვლიშვილი – თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის გარეშე, საარჩევნო პერიოდი თავისუფლად ვერ ჩაითვლება – საარჩევნო რეკლამის არგაშვება უკანონო და არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურაა

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მედიასაშუალებებს – „იმედსა“ და რუსთავი 2“-ს მათი საარჩევნო ვიდეორგოლის გაშვებაზე უარის თქმის გამო უჩივის. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო რეკლამის არგაშვება „უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურაა“. მისივე თქმით, თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფის გარეშე, საარჩევნო პერიოდი თავისუფლად არ ჩაითვლება. „ხელისუფლების პანიკა, რომ ის მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებში, როგორც ჩანს, […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, მარტვილში, სოფელ ნალეფსაოში მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ინფორმაციითმ შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. „ქართული ოცნების“ გუნდისთვის პრინციპულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან დღეს, როგორც არასდროს, სწორედ მშვიდობის შენარჩუნებაა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. მოსახლეობის […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას

რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მუზეუმი რუსთავის მერიის ინიციატივით სპორტის განვითარების ცენტრის რეფორმის ფარგლებში გაიხსნა. ,,საქართველოს მთავრობას ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, […]

ბათუმის შემოვლითი ახალი მაგისტრალი დღეს გაიხსნება

ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიება დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი აშენდა. ახალი […]

“მოვა დრო, რუსებთან თამაშზე ყველა იოცნებებთ!” – თეთრაძე პაკისტანთან შეხვედრის გაუქმებას და სანქციებს გამოეხმაურა

რუსეთისა და პაკისტანის ნაკრების დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა გაუქმდა და შედეგად, რუსეთი მეტოქის გარეშე დარჩა. ყველაფერი ასე დაიწყო, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა მაქსიმ მიტროფანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს 11 ოქტომბერს პაკისტანთან უნდა ეთამაშა. ამის მერე 8 ოქტომბერს პაკისტანის ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მუჰამედ იაშალმა Match TV-ს განუცხადა, რომ რუსეთში სათამაშოდ სხვა […]

გახარია მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები

გახარია მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ […]

1992 წლის 11 ოქტომბერი აფხაზეთის ომის გმირის სლავა ჯაბუას გარდაცვალების დღეა

ვიცეპოლკოვნიკ სლავა ჯაბუას დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული საერთაშორისო მისიებში ბრძოლის დროს. იყო ავღანეთის ომის მონაწილე და წარმატებული ოპერაციებისთვის ორი წითელი ვარსკვლავის ორდენით იყო დაჯილდოებული. ომის დასაწყისშივე სლავამ მოასწრო თავი გამოეჩინა, როგორც პროფესიონალ მფრინავს. ის მართავდა „სუ-25“ ბომბდამშენ გამანადგურებელს, რომლის მართვა არც ისე ადვილი იყო. დაღლილობის მიუხედავად დღეში 12 საბრძოლო გაფრენას ასრულებდა. არასოდეს არ უღალატია თავისი […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების – კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთ აწუხებთ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის „ქართული ოცნების” ხედვებზე, არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში […]

ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ასეთი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული […]