ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.11 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.41 თეთრით. 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6684 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8752 ლარი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, […]
სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პეტრ პაველს სურს, საქართველოს ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე იმსჯელეს. “ჩეხეთის რესპუბლიკას ასევე აქვს დიდი ინტერესი საქართველოს დაახლოებით საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, განსაკუთრებით უკრაინისა და ანტირუსული სანქციების მხარდაჭერით”, […]
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო

11 დეკემბერს ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრაღის სასახლეში მიიღო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ორმხრივი ვიზიტით იმყოფება ჩეხეთში. დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „ჩტ-24“ წერს, ჩეხეთის პრეზიდენტი ქართველი კოლეგის მიღებით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი და სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს იმ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავის ქვეყანაში […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6684 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6684 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6684 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6695 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8793 ლარს შეადგენდა. […]
„მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას“ – ვახტანგ ცინცაძე

თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია – GITI – გაიხსნა, რომელიც წელს მე-13 გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. ორდღიანი კონფერენცია ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით იმართება, ღონისძიების მხარდამჭერები არიან USAD, GIZ და UNDP. „საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა […]
„თბილისი ევროპის ყველაზე ცოცხალი დედაქალაქი“ – Times

„ადგილობრივი ღვინო, საბაგირო და ღამის ცხოვრება – თბილისი ევროპის მეორე ბერლინი ხდება“,-გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს, გამოცემის ჟურნალისტმა კრის შალკმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და Times-ის მკითხველს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. „საბჭოთა ეპოქის საწყობებსა და საუკუნის წინ აშენებულ სახლებში თანამედროვე ბუტიკური სასტუმროები და ბარებია მოწყობილი, სადაც ნატურალურ ღვინოს […]
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო – მთიან რაიონებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს. “11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო – მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
გამოხმაურებები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორებისგან ვიღებთ, მეტყველებს იმაზე, რომ თანმიმდევრულად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რათა საბოლოო წევრობა ძალიან მალე იყოს ხელშესახები – ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დადებითი შეფასებები საქართველოს ხელისუფლების გაწეული სამუშაოს შედეგია. “ის, რომ დღეს კითხვები არ არსებობს საქართველოს მხრიდან კონკრეტულ და შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებთან მიმართებაში, ის, რომ საქართველო განუხრელად ახორციელებს ევროკავშირისა და ევროკომისიის რეფორმებსა და რეკომენდაციებს, არის იმ ძალისხმევის შედეგი, […]
“ველოდები, რომ ამ კვირაში საქართველოს გადაეცემა კანდიდატის სტატუსი” | აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ბრიუსელში

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი დაიწყო, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც, ესწრება. მინისტერიალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, უძღვება. ბორელმა მედიასთან კომენტარის დროს იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ერთიანობა არ დაირღვევა უკრაინის საკითხთან მიმართებაში – “რადგან ეს არ არის ის მომენტი, რომ შეასუსტოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”. ლატვიის […]
დეკანოიძე თემურ კარბაიაზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი ხატია დეკანოიძემ დღეს, 11 დეკემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზეც დააყენა. დეკანოიძის თქმით, პარლამენტმა თემურ კარბაიასთან დაკავშირებით რეზოლუცია უნდა მიიღოს იმ პროექტთან ერთად, რომელიც სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების […]