ჩეხეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა. პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღის სასახლეში მიიღო. პრეზიდენტმა სასახლის ეზოში ჯერ ეროვნული ჰიმნები შესრულდა, შემდეგ კი ერთობლივ შეხვედრაზე გადაინაცვლეს. როგორც […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 დეკემბერს 12:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მიხეილ სააკაშვილი – 2012 წლიდან შეიცვალა მთავარი: სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული – მთავარი, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს, განათლების ფუნდამენტური რეფორმაა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში. როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, სკოლებში განათლების დონის შემცირება ნიშნავს „უსწავლელ ახალ თაობას“. „საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადების იმ პროგრამის შეჩერების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. 2012 წლიდან შეიცვალა […]

თბილისის საკრებულოში 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო

დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარის, ავთანდილ ცინცაძის, მხარდაჭერით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მოსწავლეების მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. იგი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარების, მათი შესაძლებლობების წარმოჩენისა და მოტივაციის გაზრდას ემსახურება. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, […]

ზურაბ პატარაძე – აზერბაიჯანში შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დამატებით იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი. პატარიძის თქმით, აღნიშნული ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ დამატებით იმპულსს მისცემს. „შედგა უკვე შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი, აღინიშნა ურთიერთობების მაღალი დინამიკა როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური […]

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთში ვიზიტს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ვიზიტს მართავს. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ჩეხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი პეტრ პაველმა სალომე ზურაბიშვილს დღეს დილით პრაღის ციხე-სიმაგრეში უმასპინძლა. პრეზიდენტების პირისპირ კომუნიკაციის შემდეგ დელეგაციები გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი ასევე შეხვდება წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ხოლო სამშაბათს — სენატის სპიკერს. ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, […]

ჭიათურის სახელმწიფო თეატრი 129 წლისაა

1894 წლის 11 დეკემბრიდან ჭიათურა თეატრალურმა სამყარომ მოიცვა… „ჭიათურა. კვირას, 11 დეკემბერს, ხუროთმოძღვრის გ. დეკანოზიშვილის მეთაურობით, გამართეს აქ წარმოდგენა ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ. წარმოდგენილი იყო „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ და „მონადირე“. წარმოდგენას ხალხი ბლომად დაესწრო. მოთამაშეთა შორის, უმთავრესი ყურადღება თავის მოხდენილის თამაშით მიიქცია ქალბატონმა არდიშვილისამ“. („ივერია“, #266, 1894, 16 დეკ.) 1901 წელს თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლის – […]

შენგელიას 13 ქულა და “ვირტუსი” მილანში ბრძოლაში დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 80:82 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უკანასკნელ მეოთხედში ანგარიში რამდენჯერმე თანაბარიც იყო, თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდმა გადამწყვეტი ქულების აღება ვერ მოახერხა. თორნიკე შენგელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების […]

ოფიციალურად: შოთა არველაძე “ფატიჰ კარაგუმრუკის” მთავარი მწვრთნელია

შოთა არველაძე “ფატიჰ კარაგუმრუკის” მთავარი მწვრთნელია, ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. “ფატიჰ კარაგუმრუკი” თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, ბოლოს არველაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “ჰალ სიტის” წვრთნიდა, თუმცა რამდენიმე თვეში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. ბრიტანულმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 30 მატჩში 9-ჯერ გაიმარჯვა, […]

ციხანუსკაია: „ახლა, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სტალინის ეპოქის მსგავსია“

უკრაინიდან გატაცებული მინიმუმ 2000 ბავშვი ბელარუსში იმყოფება, ამბობს ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი. სვიატლანა ციხანუსკაია აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის მსგავსად, ალექსანდერ ლუკაშენკომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმეზე პასუხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგოს.