არჩილ თალაკვაძე – ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ აფასებენ საქართველოს მონაწილეობას მშვიდობიანი შეთანხმების პროცესში – ეს შეთანხმება სჭირდება რეგიონს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს

ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ჩვენს ვიზიტს აზერბაიჯანში – გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ- მინისტრთან, ჩვენს კოლეგებთან, ძალიან აქტიურია მეგობრობის ჯგუფი პარლამენტებს შორის და ჩვენ გვაქვს გეგმები მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ბაქოში ვიზიტის დროს მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვნად არის […]

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. „ჩინეთი დიდი ხანია რაც ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ჩინეთის უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს“, – განაცხადა სი ძინპინმა ვიეტნამში გამგზავრებამდე. ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დახვდა. ცნობისთვის, ვიეტნამში სი ძინპინის დღევანდელი ვიზიტი ბოლო ექვსი […]

ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანი – ვიხილავთ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას – საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს

ვფიქრობ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საბჭოში სირთულეები არ არსებობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. „ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით საბჭოში სირთულეები არ არსებობს. ჩვენ ვიხილავთ ევროპული […]

სახელმწიფო დაფინანსების არჩევის შემთხვევაში, მშობიარეს პირადი ექიმის აყვანის ან სპეციალური პალატის აღების საშუალება აღარ ექნება

მშობიარობის დაფინანსება DRG მეთოდზე გადადის – ბუნებრივი მშობიარობაც და საკეისრო კვეთაც ბიუჯეტიდან 1200 ლარით დაფინანსდება. თუმცა, ახალი მიდგომა პაციენტებს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს. სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობის შემთხვევაში, პაციენტს აღარ შეეძლება, რომ პირადი ექიმი აიყვანოს ან სპეციალური პალატა აიღოს. ხოლო თუ პაციენტი მაინც გადაწყვეტს, რომ პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმშობიაროს, მას სახელმწიფოს დაფინანსება სრულად მოეხსნება. შეგახსენებთ, რომ […]

ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს იურიდიული პირების დაფინანსება შეეზღუდოთ – ბექა დავითულიანი

უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას უზღუდავს, ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციაა და მმართველი გუნდი ამ კანონპროექტის ლობისტი არ ყოფილა. დავითულიანის განმარტებით, მმართველი გუნდი, კანონპროექტის მიღებით, ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციას ასრულებს და არანაირი სხვა მოტივი არ აქვს. “ეს არის ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია, ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რომ იურიდიული […]

შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის – ილია დარჩიაშვილი

რამდენიმე დღე ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებამდე და პოზიტიური გზავნილები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან. ბრიუსელი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და აღიარებს ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის სამიტამდე 3 დღით ადრე, დღეს, ბელგიის დედაქალაქში, ევროპის საქმეთა მინისტრები იკრიბებიან – სწორედ ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ქვეყნების ინტეგრაციის საკითხები ეხებათ. მთავარი თემა ამ შეხვედრაზე სამიტის მომზადება და ევროკავშირის გაფართოების […]

შეხვდით ახალ წელს ჯადოსნურ გარემოში – SOLO-ს, Visa-სა და ვაზისუბნის მამულის ერთობლივი პროექტი

SOLO აქტიურად აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO-ს, Visa-სა და ვაზისუბნის მამულის ინიციატივით ერთობლივი პროექტი – ვაზისუბნის საახალწლო ღონისძიება იმართება. ორი დღის განმავლობაში – 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საზეიმო ვახშამს ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ისიამოვნონ ახალი წლის ჯადოსნური გარემოთი და შექმნან დაუვიწყარი […]

გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მანამ, სანამ არ მოიშორებენ “ჰამასს”, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს – ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის, ისრაელის უსაფრთხოებისა და არსებობის უფლებისადმი უცვლელია, მაგრამ ისრაელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე. “ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მანამ, სანამ ისინი არ მოიშორებენ “ჰამასს”, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ – ისინი […]

მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ უცხო, არადეკლარირებული, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება – ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, იურიდიული კომპანიებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა ევრორეკომენდაცია იყო, რომელსაც მმართველი გუნდი ასრულებს. ზარქუას თქმით, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებულ იურიდიულ კომპანიებს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოთ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. “[ოპოზიციის წევრები] აქცენტირებულები არიან არა სამუშაო ჯგუფებში ყოფნასა და რეკომენდაციებზე მუშაობით, არამედ იმაზე, რომ რაღაც ააყირაონ, ცრუ ინფორმაცია მოიტანონ ან საბოტაჟი მოუწყონ […]

მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ

მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ. პედაგოგები, რომლებიც ორი კვირაა დირექტორების შესარჩევ პროცესში დარღვევებს აპროტესტებენ, საჯარო სკოლებს შემოივლიან და მოუწოდებენ კოლეგებს, მხარი დაუჭირონ მათ პროტესტს. ისინი დირექტორების შესარჩევი ხელახალი კონკურსის ჩატარებას და დირექტორის დისკრეციის წესით არჩევას მოითხოვენ. მიიჩნევენ, რომ შერჩევა უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით წარიმართა. გუშინ პედაგოგები ამ მოთხოვნებით მთავრობის ადმინისტრაციასთანაც მივიდნენ და პრემიერის სახელზე წერილი […]