ფუტსალი | საქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის ბოლო შეხვედრებს ჩვენი გუნდი სომხეთის და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 13 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები ერევანში გაემგზავრება, სადაც 15 დეკემბერს, სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა კი, თბილისში, 20 დეკემბერს გაიმართება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 15 ფეხბურთელია გამოძახებული. საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა […]

ირაკლი ზარქუა – მეგონა, როდესაც ევროინტეგრაციაზე და ევროპაზეა საუბარი, სამადაშვილი დაიმალებოდა, უნდა დაიმალოს იმიტომ, რომ გამოსაჩენი პირი არ აქვს

საერთოდ, მეგონა, როდესაც ევროინტეგრაციაზე და ევროპაზეა საუბარი, სამადაშვილი დაიმალებოდა. უნდა დაიმალოს იმიტომ, რომ გამოსაჩენი პირი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრს, თეა ახვლედიანს უსმენენ. ზარქუას თქმით, სალომე სამადაშვილი ხელმოცარული ადამიანია. „კითხვა მინდოდა დამესვა, მაგრამ ისეთი მოვისმინე, საგიჟეთი […]

სალომე სამადაშვილი თეა ახვლედიანს – რისთვის საქმიანობთ, რაიმე სტრატეგია ან ხედვა გაქვთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე? დღეს ვერაფერი გვითხარით

რისთვის საქმიანობთ? რაიმე სტრატეგია ან ხედვა გაქვთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე? დღეს ვერაფერი გვითხარით, – ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. სალომე სამადაშვილის თქმით, გაუგებარია რა შედეგებს დებს და რას ცვლის მინისტრის საქმიანობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. „თქვენს ანგარიშს გავეცანით […]

ბათუმში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან – თორნიკე რიჟვაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარაში, ქალაქ ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრი სერვისცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ახლადგარემონტებული შენობაც დაათვალიერა, რომელიც […]

თეა ახვლედიანი – მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა და კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა და კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. თეა ახვლედიანის განცხადებით, იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს […]

რას მოიცავს VR Shekvetili-ის “მწვანე არქიტექტურა”? – ბექა ფაშალიშვილის განმარტება

VR Holding-ი შეკვეთილში პროექტ “VR Shekvetili Forest Beach by Paragraph”-ს ახორციელებს, რომელიც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ეკოლოგიური თვისებებით გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტზე გაშენდება. პროექტის უპირატესობებზე VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფაშალიშვილი საუბრობს. “პროექტი უნიკალურია თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, 40 ჰექტარს მოიცავს და აქვს კერძო სანაპირო ზოლი – 1200 მეტრი ქვიშის სანაპირო. ტერიტორიის განვითარება […]

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. მასში 150-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სიაში მოხვდნენ როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის, პაკისტანის, კორეის რესპუბლიკისა და თურქეთის მოქალაქეები. “სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 100-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, ვინც რუსეთს და მისი ომის მანქანას […]

14 დეკემბერს ფინეთი რუსეთის საზღვარზე 2 საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს

14 დეკემბრიდან ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც Yle წერს, გაიხსნება ვაალიმაას და ნიირალას სასაზღვრო პუნქტები, ხოლო თუ ამ ტერიტორიებზე რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლები საზღვრის გადაკვეთას შეეცდებიან, შესაძლოა, აღმოსავლეთ საზღვარზე ყველა სასაზღვრო პუნქტი კვლავ დაიხუროს. გასული თვის განმავლობაში რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე […]

თინა ბოკუჩავა თეა ახვლედიანს – მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ და იტაცებენ?!

იზიარებთ ღარიბაშვილის პროპაგანდისტული ყალბი რუსული მშვიდობის იდეას და მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ და იტაცებენ?! – ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში“იმყოფება. ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, ხალხს მოახვიოს რუსული ყალბი […]

თეონა აქუბარდია თეა ახვლედიანს – თქვენ დაგმეთ თემურ კარბაიას მკვლელობა, თუმცა, მაინტერესებს, რამ შეგიშალათ ხელი, რომ აქამდე ვერ მოახერხეთ და მხოლოდ, პარლამენტში გამოსვლისას თქვით?

თქვენ წინა ანგარიშში რუსეთი საერთოდ არ იყო ნახსენები. მივესალმები ახლა რომ ახსენეთ რუსეთიფიკაცია, ეს პროგრესია, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. როგორც აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესების კუთხით, ჩვენი პოლიტიკა წარსულშია ჩარჩენილი. „თქვენ დაგმეთ […]