“აშშ-ის მადლობელი ვარ უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის” | ზელენსკი

“მადლობელი ვარ უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. ის სენატის უმრავლესობის ლიდერს, რესპუბლიკელთა ლიდერსა და აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. “შეერთებული შტატების სენატში მქონდა მეგობრული და გულწრფელი საუბარი. მე ვაცნობე აშშ-ის სენატის წევრებს უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ვუპასუხე მათ კითხვებს. […]
კანადამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ არჩევნებში მონაწილეობის გამო 30 რუსი დასანქცირა

კანადამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ არჩევნებში მონაწილეობის გამო 30 რუსს სანქციები დაუწესა. “ეს სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კრემლის მიერ ორგანიზებულ ფიქტიურ “არჩევნებში”, რომელიც ჩატარდა 2023 წლის 8-10 სექტემბერს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – წერია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებაში. მელანი ჯონის განცხადებით, კანადა გააგრძელებს მუშაობას თავის საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა […]
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, ინფორმაციას ფრანგული რადიო, France Bleu ავრცელებს. მათი ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს ქალაქ პაუში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა. ინფორმაცია პროკურორმა დაადასტურა. გამოცემა Franceinfo-ზე დაყრდნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის შემდეგ დაიწყო. დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ბეგბედერთან კონტაქტი ორჯერ ჰქონდა: პირველად შეთანხმებული […]
1-ელი იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და ტარიფები იცვლება

საქართველოს მთავრობის №471 დადგენილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იცვლება სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და საფასური, ცვლილება შეეხება შემდეგ მომსახურებებს: · ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა; · ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ჰიგიენური სერტიფიცირება; · ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა; · ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია; · წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის […]
სს „მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯიას“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”-ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: · პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი · სს “მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯია”-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იურიდიული […]
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ […]
ახვლედიანი: კარბაიას მკვლელობის ფაქტს სპეკულაციები მოჰყვა მთავრობის რეაგირებაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი გალში მოკლული საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის რეაგირებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადებები “შეუსაბამოა”. ამის შესახებ მან მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა. “6 ნოემბერს საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი გახლდათ სწორედ უკანანო ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინება […] ოკუპირებული გალის […]
“უკრაინა არ დანებდება, პუტინმა უნდა წააგოს” – ზელენსკის მიმართვა ამერიკელ მაღალჩინოსნებს

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში ჩავიდა, ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. მათ წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარია 60 მილიარდის პაკეტზე, რომელიც გასულ კვირას რესპუბლიკელებმა დაბლოკეს და მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოითხოვეს საემიგრაციო რეფორმის გატარება თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შესამცირებლად. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე […]
“გვსურს ვიხილოთ სამართლიანი მიდგომა ყველას მიმართ” – ავსტრიის მინისტრი EU-ის გაფართოებაზე

ავსტრიის მინისტრი ევროპის საკითხებში, კაროლინე ედშტადლერი ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით “სამართლიან მიდგომაზე” საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკრაინა-მოლდოვას, ასევე, ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევაში სტანდარტი განსხვავებული არ უნდა იყოს. “ჩვენ სოლიდარული ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას, უბრალოდ გვსურს ვიხილოთ მკაფიო და სამართლიანი მიდგომა ყველა წევრი სახელმწიფოსა და მომავალი წევრი სახელმწიფოს მიმართ. როდესაც ვსაუბრობთ გაწევრიანების პროცესზე, უნდა დავინახოთ, რომ არ არსებობს […]
აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს

აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებენ. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 150-ზე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა. სანქციების ქვეშ თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, მალდივებსა და ტაჯიკეთში მდებარე კომპანიების მოხვდნენ. აშშ-ის […]