აშშ-ის სენატის კანონპროექტის ბედი უკრაინის დახმარებაზე კვლავ გაურკვეველია

აშშ-ის სენატის ახლად გამოქვეყნებული კანონპროექტის მომავალი გაურკვეველია, მიუხედავად ორპარტიული მცდელობისა, რომ ოთხთვიანი მოლაპარაკებები დასრულებულიყო. კანონმდებლები უკრაინის და ისრაელის დახმარების და ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხებზე ცდილობენ შეთანხმებას. კანონპროექტს წარმომადგენეთა პალატაში, რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი არ ემხრობა. უკრაინისთვის დახმარებას ისინი ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირებენ და ითხოვენ რომ ადმინისტრაციამ გაამკაცროს სამხრეთ საზღვრის დაცვა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ოთხშაბათს […]

“კვარაცხელიას გასამრჯელოს გაუსამმაგებენ, რათა სამი წლით მაინც შევინარჩუნოთ” – იტალიელი ჟურნალისტები

Il Roma-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯოვანი სკოტომ OttoChannel-ის ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” კონტრაქტს განუახლებს. “ჩემი აზრით, პოლიტანოს შემდეგ კვარაცხელიას ხელშეკრულების გახანგრძლივების ჯერი დადგება. მატეოს ორი წლის წინ დანაპირები შეუსრულეს, ქართველთან კი მგონია, შეთანხმებას ზაფხულში ხელფასის გასამმაგებით მიაღწევენ. “ნაპოლი” ყოველთვის აქტიურად მუშაობს ფეხბურთელების პირობების გაუმჯობესებაზე და “კვარას” დანაპირებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუსრულებს. ამიტომ […]

პარლამენტში 6 თებერვალს მინისტრობის კიდევ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ

6 თებერვალს, პარლამენტი ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმენს. უფრო კონკრეტულად, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის […]

სარაევოში დაიწყო ბოსნიელ სერბთა ერთეულის პრეზიდენტის სასამართლო

5 თებერვალს ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაიწყო ბოსნიელ სერბთა ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტის, მილორად დოდიკის სასამართლო პროცესი – მას შემდეგ, რაც სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. დოდიკს ბარალად ედება საერთაშორისო სამშვიდობო წარმომადგენლის ბრძანებების დაუმორჩილებლობა. სხდომა დაიწყო წაკითხვით საბრალდებო დოკუმენტისა, რომლითაც დოდიკს ადანაშაულებენ ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის ბრძანებების შეუსრულებლობაში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დოდიკს ექვსი თვიდან ხუთ წლამდე […]

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას დაუჭირეს მხარი

განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მხარი დაუჭირეს. მანამდე, დეპუტატებმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, განათლების მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარსა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს. გამოსვლების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. დღესვე, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა […]

აშშ-ის სენატორი: უკრაინის დახმარების მომცველი კანონპროექტის განხილვაზე გადაწყვეტილება 6 თებერვალსაა მოსალოდნელი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებაზე, რომელიც ეხება სენატში შესულ, ორპარტიულ კანონპროექტს საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებაზე და უკრაინის დახმარებაზე, ამბობს, რომ 6 თებერვალს მიიღებენ გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის თაობაზე. თუ კანონპროექტს ორივე პარტია არ დაუჭერს მხარს, “მაშინ ამას არ უნდა ვაკეთებდეთ” – უთხრა სენატორმა ჯეიმს ლენკფორდმა სააგენტო როიტერსს. კანონპროექტის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატეს გავლენიანმა რესპუბლიკელებმა, მათ შორის პრეზიდენტობის […]

USAID-ი ელექტროსადგურების პროექტების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

USAID-ი ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, განახლებადი მცირე ზომის ელექტროსადგურების პროექტებს დააფინანსებს. პროექტების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოცხადდა. შეირჩევა ის პროექტები, რომელშიც USAID-ი 50%-იან თანადაფინანსებაში, არაუმეტეს 100 000 დოლარის ოდენობით შედის. საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტის მთავარი ბენეფიციარები ის კომპანიებია, რომლებსაც მთავრობასთან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ან მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება […]

“შეიძლება, ნავსი გატეხოს და ინვესტიციების შემოდინება დაიწყოს” – USAID-ი CFD მექანიზმზე

“CFD არის ერთ-ერთი წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს”, – ამის შესახებ საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თათა მურცხვალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში წლების განმავლობაში ინვესტიციების დაბალ მოცულობას, ახალი მექანიზმი დაარეგულირებს. “რამდენიმე წელია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემოდინება არ ყოფილა, ,რადგან არ არსებობდა რაიმე სახის გარანტია, რომ აშენებული სადგურის მიერ გამომუშავებული […]

პარლამენტში 6 თებერვალს მინისტრობის კიდევ 4 კანდიდატს მოუსმენენ

6 თებერვალს პარლამენტი 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის 4 კანდიდატს მოუსმენს. უფრო კონკრეტულად, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. საქართველოს მთავრობისთვის […]

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი – რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ

რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ თავისი გეგმები გადააფასოს იმასთან დაკავშირებით, თუ სად განათავსებს თავის ძალებს“, – განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთში დემოკრატია განადგურდა და […]