გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ცხრა სახელმწიფო მიანმარის ხუნტას მოუწოდებს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები შეწყვიტოს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 9 წევრმა, ეკვადორმა, საფრანგეთმა, იაპონიამ, მალტამ, სამხრეთ კორეამ, სლოვენიამ, შვეიცარიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა მიანმარის ხუნტას მოუწოდეს, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს. ამის შესახებ განცხადება გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა გაავრცელა. საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიანმარში სამხედრო კონტროლის დამყარებიდან სამი წლის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება 18 მილიონზე მეტ […]

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ27-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა უამინდობით გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას

კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ახმეტაში და თელავში თოვლმა პრობლემები შექმნა. როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა. „რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში და თელავში გვაქვს ნალექი თოვლის სახით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე, თოვლი არ მოსულა. რაც შეეხება, ვაზიანი – გომბორი- თელავის […]

სამეგრელოში ძლიერმა ქარმა ათობით სახლს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეების ნაწილი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც რეგიონის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში. „რამდენიმე ათეულ სახლს ახადა სახურავი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ზოგს – ნაწილობრივ, ზოგს – მთლიანად. მონაცემებს ვაზუსტებთ ამ […]

“ყოველთვის შეუდარებელი იყავი” – ნინო კასრაძე ძველ ფოტოს გვიზიარებს – Marao

ქართულ თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში, ნინო კასრაძეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. გამორჩეული გარეგნობა, ხელოვნების სიყვარული და უსაზღვრო ნიჭიერება მის როლს თეატრის ისტორიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე, ერთ-ერთ რადიოში წამყვანად მუშაობს. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში […]

შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება – საქართველოს ბანკმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა შექმნა

საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 100-ზე მეტი განხორციელებული პროექტი განათლების, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის – ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტის CSR პროექტების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და ადამიანების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობით უზრუნველსაყოფად, საქართველოს ბანკმა ვებგვერდი Csr.bog.ge შექმნა. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, აღმოაჩინოს ინდივიდუალურად მასზე მორგებული ინიციატივები – მიიღოს ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ როგორც საქართველოს, […]

მშენებლობის დარგში დაქირავებულთა ხელფასი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 52%-ით, სამშენებლო მასალების ფასები კი 7.5%-ით გაიზარდა

მშენებლობის დარგში დაქირავებულთა ხელფასი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 52%-ით, სამშენებლო მასალების ფასები კი 7.5%-ით გაიზარდა 2023 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.57 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის […]

აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ვინც აცხადებდა, თითქოს, ჩვენ ხელს ვუწყობდით უხარისხო მედიკამენტების ქვეყანაში შემოსვლას, თვითონ შემოჰქონდათ უხარისხო მედიკამენტები“ – ზურაბ აზარაშვილი

„ვინც აცხადებდა, თითქოს, ჩვენ ხელს ვუწყობდით უხარისხო მედიკამენტების ქვეყანაში შემოსვლას, თვითონ შემოჰქონდათ უხარისხო მედიკამენტები“ – ზურაბ აზარაშვილი „იყო სპეკულაციები, თითქოს, კონკრეტული მედიკამენტის შემცვლელებთან მიმართებაში, ხარისხს ვერ ვაკონტროლებდით და რეფერენტული ფასწარმოქმნით, მოტივაცია შევუქმენით, იაფფასიანი, აზიური მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლასა და მათ ძვირად გაყიდვას. ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ვინც განცხადებებს აკეთებდა, თითქოს, ჩვენ, […]

„წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტიკურობას“ – ურბანული განვითარების ინსტიტუტი ბახმაროში „ორბის“ პროექტზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ ბახმაროში „ორბი“ ჯგუფის მიერ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს აკრიტიკებს. ორგანიზაციის განცხადებით, პროექტის ამ სახით განხორციელება დააზიანებს კურორტის მდგრადი განვითარების მიზნებს და მის მიმართ უცხოელი ტურისტების ინტერესს შეამცირებს. „ბახმაროში „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორეს მხრივ სასიცოცხლოდ […]