კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოკვლევა დაიწყო კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით – შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას. „მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან […]

პრეზიდენტი – ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას – კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის, ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს

ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას – კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის. ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ დემოკრატიით უზრუნველყოფილი მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, აქვთ უფლება დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, […]

პრეზიდენტი – დროა, წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა – ეს არის ჩვენი ევროპული გზა და მაშასადამე, ეროვნული გზა!

უნიკალური შანსი გვეძლევა, არამხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებითვე, „მხოლოდ ასეთი გარდაქმნა შეძლებს ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერებას, დიასპორის დაბრუნებას და ახალი ენერგიის გაჩენას“. „2024 წლის ამოცანა ნათელია! […]

სალომე ზურაბიშვილი – პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი – ჩვენ ეს შევძელით!

პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით!- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 2023 წელი, „რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების […]

Technovation Girls SAKARTVELO 2024 დაიწყო

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls SAKARTVELO დაიწყო. წელს კონკურსზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 13-დან 18 წლამდე 900-ზე მეტი გოგონა და 250 მენტორი დარეგისტრირდა. Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. კონკურსში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. ოთხი […]

„სმარტი“ ქსელის განვითარებას ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ქსელის განვითარებას „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ავტობანებზე არსებულ მომსახურების ცენტრებსა და აეროპორტებში ახალი ვიზუალითა და კონცეპციით განაგრძობს. „კეთილი მგზავრობა“ „ვისოლთან“ ერთად „სმარტის“ ახალი დაპირება გახდა, რომლის შესრულებასაც ბრენდი „მარკეტი და კაფე“ პოზიციონირებით, გზაზე ყოფნისას საჭირო ყველა პროდუქტით, ექსკლუზიური იმპორტის ყველაზე პოპულარული არჩევანით, იტალიური ყავითა და ლუკა ნაჭყებიასთან ერთად განახლებული მენიუთი შეძლებს. „„ვისოლ ჯგუფმა“ […]

პრეზიდენტი – რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას

რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის გატაცებაზე და მკვლელობაზე. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის […]

ახალციხე-ნინოწმინდის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ28-კმ90 (იდუმალა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ28 […]

მედია – გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაში 19 ათასი ადამიანი მონაწილეობდა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაში 19 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას Tagesschau ავრცელებს. ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციის ლოზუნგს „ფრანკფურტი მხარს უჭერს დემოკრატიას“ წარმოადგენდა. ქალაქის პოლიციამ განაცხადა, რომ აქციაზე 19 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხოლო თავად ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ აქციაში 25 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციაზე შეკრებილ ხალხს ფრანკფურტის მერმა, მაიკ […]

პრეზიდენტი – ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც გაზარდა დამოკიდებულება რუსულ ფულზე, ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული გემის ბათუმში „პარპაში“, სტალინის ხატი სამებაში

სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშსს წარადგენს. მისივე თქმით, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის საკრუიზო გემის ბათუმში „პარპაში“, „სტალინის ხატი“ […]