სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობისას 6 ადამიანი დაიჭრა, ლიკვიდირებულია 2 თავდამსხმელი

სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, – ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი – ქალი და მამაკაცი. შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს. ერლიკაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია-ფრონტის, DHKP-C-ის წევრები […]

თორნიკე რიჟვაძე აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, დღეს მძიმე ვითარება გვაქვს რეგიონში. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი. ხულოს მუნიციპალიტეტში კი სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, […]

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყო. დეპუტატები დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს […]

„სიტყვა „განვითარება” განადგურების სინონიმად აქცია ჩვენმა სახელმწიფომ. საერთო სიმდიდრე ცალკეული კომპანიების ინტერესებს ეწირება“- ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელ ფეისბუკში სამშენებლო კომპანია „ორბის” მიერ დაანონსებული პროექტის მშენებლობას ეხმაურება და წერს, რომ ეს ვითომ განვითარებისკენ, სინამდვილეში კი გარემოს განადგურების ხარჯზე ერთეულების კიდევ უფრო გამდიდრებისკენ, მიმართული მშენებლობა, გაგრძელებაა იმისა, რასაც ვხედავთ თბილისში ბევრი წელია, რასაც ვნახავთ მალე ლაგუნასთან ან ვერეს ხეობაში, რაც დამართეს ბაკურიანს. „კომერსანტი” მენაბდის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „1896 წელს […]

კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე ახალი რეგულაციები დაწესდება

„წელს ვიწყებთ კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების კანონპროექტის შემოტანის პროცედურებს პარლამენტში, ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით“.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, აზარაშვილს რეგულაციების დეტალებზე არ უსაუბრია.

„ითხოვენ სისტემატურ მიწოდებას, თუმცა საქართველოში თაფლის დეფიციტია შექმნილი“- სექტორში მიზეზებზე საუბრობენ

2023 წლის იანვარი-დეკემბრის მონაცემებით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თაფლის ექსპორტი 57,2%-ითაა შემცირებული. ბოლო წლების ზრდის შემდეგ რა გახდა 2023 წელს თაფლის ექსპორტის შემცირების მიზეზი. საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების” აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო პაპავას დაუკავშირდა. ალეკო პაპავა ექსპორტის შემცირების მიზეზად უამინდობას ასახელებს. „მიზეზი ერთია – უამინდობა. ევროკავშირში ძირითადად გაგვაქვს აკაციის თაფლი. აკაციის და წაბლის ყვავილობის […]

სააკაშვილი ეთანხმება პრეზიდენტ ზურაბიშვილს

სააკაშვილი ეთანხმება პრეზიდენტ ზურაბიშვილს “პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის […]

„ასეთი ბანძი ხელისუფლება ჯერ არ გვყოლია“ – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: „ყველანაირი მთავრობა გვყოლია. ცუდი, კარგი, ნაკლებად ცუდი, ძალიან ცუდი, და იქნებ გადასარევიც კი (გააჩნია ვინ როგორი სიბრმავისა და სიჯანსაღისაა), მაგრამ ასეთი ბანძი ხელისუფლება ჯერ არ გვყოლია:) სხვა სიტყვა ვერ აღწერს ამათ. ბანძები არიან:))“

„ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე“ – სააკაშვილი

სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: „პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების […]

ლუკაშენკომ სამხედროებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ბელარუსში სამხედროებს სამოქალაქო პირებისთვის ცეცხლი გახსნის უფლება მიეცათ. შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ შეიარაღებული ძალების რეგლამენტში შეიტანა. კანონის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ გამოიყენონ მოქალაქეების წინააღმდეგ “ცეცხლსასროლი იარაღი, სპეცტექნიკა, სამხედრო და სპეცტექნიკა დაკისრებული ამოცანების შესრულებისას”. მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება, დოკუმენტის მიხედვით, ნებადართულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაშიც კი. ლუკაშენკოს მიერ განხორციელებულ ცვლილებებში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო […]