ლევან დავითაშვილმა პარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო

საქართველოს გარდაქმნა რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად და ამ კუთხით არსებული რეალური პოტენციალის ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დღეს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის […]

ლაშა ხუციშვილი – საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაიზარდა

მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების ფონზე, მკაცრი ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, მთავრობის ვალის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებისა და დეფიციტის 2.5%-მდე შემცირების პარალელურად, […]

ლაშა ხუციშვილი – საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში, 2024 წლის […]

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. ამასთან, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„USAID განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბსუ-ს შორის თანამშრომლობა დაიწყო

„USAID განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეთანხმების მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა. „ხელშეკრულებას ხელი ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

“ვინც გამოირჩევა შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, დაატოვებინეთ დარბაზი” – წილოსანი სონღულაშვილს

პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. დღეს დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სხდომის დაწყებამდე, ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა კომიტეტის ხელმძღვანელს დავით სონღულაშვილს მიმართა და “გამოვიდა წინადადებით”, რომ “შეურაცხმყოფელი გამოსვლებით გამორჩეულ ადამიანებს სხდომათა დარბაზი […]

საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსი – „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“ და „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის საბჭოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოს […]

ლაშა ხუციშვილი – პანდემიის შემდეგ სამ წელიწადში, სრულად შევძელით ფისკალური პარამეტრების, მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე ქვემოთ დაბრუნება

პანდემიის შემდეგ სამ წელიწადში, სრულად შევძელით ფისკალური პარამეტრების, მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე ქვემოთ დაბრუნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა […]

ამბროლაურის მერია – დიდთოვლობის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების წმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა, როგორც გზებზე გადაადგილების ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათვე ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფენ თოვლწმენდით სამუშაოებს. „ამ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკით იწმინდება ქალაქის ცენტრალური და სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს: კრიხის, სხვავის, ნიკორწმინდის, ჭელიაღელის, […]

პროექტი „საქართველოში „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივისთვის სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება“ ხორციელდება

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი/ YTA UNION, ნორვეგიის სამეფოს დაფინანსებული UNESCO-Aschberg-ის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საქართველოში „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივისთვის სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება“. ამის შესახებ ინფორმაციას ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი ავრცელებეს. მათივე ცნობით, პროექტი დაფუძნებულია იუნესკოს 1980 წლის რეკომენდაციაზე ხელოვანთა სტატუსის დასაცავად და მოიცავს 8 მიმართულებას: სამართლებრივი და მარეგულირებელი […]