დღეს იმერეთის ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელის ხსენების დღეა

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში. 1840-45 წლებში გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 […]
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი სამხედრო, ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი სამხედრო – ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს. ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები დახვდნენ. უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი […]
რუსებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიისკენ რაკეტები გაუშვეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონსა და მიკოლაივში აფეთქებების ხმები ისმოდა. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებში განმარტეს, რომ რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მიკოლაივისა და ხერსონის მიმართულებით X-22 ტიპის რაკეტები გაუშვეს. რაკეტები დაფიქსირდა სუმისა და პოლტავის […]
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი. ქვეყანაში 6 537 საარჩევნო უბანია გახსნილი, 6 319 მუდმივი და 218 დროებითი. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 6 478 623 ამომრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 37 ქვეყანაში, აზერბაიჯანის საელჩოებსა და საკონსულოებში […]
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა, იპოვეს 3 ცხედარი, ეძებენ 6 ადამიანს

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ერთი მოქალაქე, ნაპოვნია სამი ცხედარი, კიდევ ეძებენ ექვს ადამიანს, მათ შორის, არასრულწლოვნებს. “სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

7 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მანდელშტამის, რამიშვილის, წულუკიძის და ძეგლევის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
პარლამენტში დღეს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ – დღესვე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატშიც

პარლამენტში მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი 7 თებერვალს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გაგრძელდება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს ელოდებიან. უფრო კონკრეტულად, ილია დარჩიაშვილს დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ. განხილვის გრაფიკით ასევე გაწერილია, რომ 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ […]
სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში

გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპლიტეტის სოფელ ნერგეთში. მიწის მასაში მოყოლილია 4 სახლი. შსს-ს მიერ დღეს, 7 თებერვალს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 1 გადარჩენილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად კიდევ 6 ადამიანს ეძებენ. მეწყრის გამომწვევ მიზეზად უხვი ნალექი სახელდება. შსს-ს თანახმად, სტიქიის ზონაში მუშაობენ 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის […]
შსს-ს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს 6 პირის საძიებო სამუშაოები. „იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, […]
საუდის არაბეთის საგარეო უწყება – ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვექნება, თუ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიქმნება

საუდის არაბეთს არ ექნება დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, თუკი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიქმნება, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „სამეფომ აცნობა თავისი მტკიცე პოზიცია აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ არ იქნება დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, თუ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იქნება აღიარებული 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება“, – ნათქვამია […]