ბექა ლილუაშვილი – „ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის საკითხს დაუკავშირა ქვეყნის განვითარების საკითხები, მათთან მომავალზე სასაუბროდ ვერ დავსხდებით, „ოცნებას“ კი არ ეყო პასუხისმგებლობა ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, „აგერ ჩვენ“

ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანის მიზნით „ერთობის პლატფორმა“ უნდა შეიქმნას. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანახა საზოგადოებას, რომ […]

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა – 7 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინას 64 რაკეტითა და დრონით შეუტია, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 44 მათგანი გაანადგურა

7 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინას 64 რაკეტითა და დრონით შეუტია, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 44 მათგანი გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრესსამსახური ავრცელებს. „2024 წლის 7 თებერვლის დილით, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით რამდენიმე შეტევა განახორციელა. მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებით, ფრთოსანი, ბალისტიკური და საზენიტო მართვადი რაკეტებით“, – აცხადებს […]

მამუკა ხაზარაძე – გპირდებით, ვისაც უნდა ევროპის ღირსეული წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ ამას შევასრულებთ პრეზიდენტთან და ყველა იმ პროდასავლურ თუ ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა სურს

გპირდებით, ვისაც უნდა, რომ ევროპაში ნამდვილი, ღირსეული წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად და ყველა იმ პროდასავლურ და ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა უნდა,- ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, როდესაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”. როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ხაზარაძემ […]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბა ახალდაბაში და სოფელ ყვიბისში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მათ ახალდაბაში და ყვიბისში მცხოვრებლებთან ერთად […]

თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტთან კომუნიკაციაში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებით ყველა, საჯარო თუ არასაჯარო კომუნიკაციაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაა, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და ამის დასრულების კონსტიტუციური ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში უნდა გამოიყენოს, – ამ ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, […]

თეონა აქუბარდია – ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვები ივანიშვილთან ლეგიტიმურია – არ შეიძლება ქვეყანა მართო როგორც კორპორაცია და საჭადრაკო დაფაზე პაიკები შეცვალო მაშინ, როცა ეს შენ გჭირდება

ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვები ივანიშვილთან ლეგიტიმურია – არ შეიძლება ქვეყანა მართო როგორც კორპორაცია და საჭადრაკო დაფაზე პაიკები შეცვალო მაშინ, როცა ეს შენ გჭირდება და არაფერს კარგს არ აძლევს ქვეყანას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც მან ივანიშვილს მიმართა. აქუბარდიას თქმით, ნათელია, რომ პრემიერის ცვლილებაზე გადაწყვეტილება ივანიშვილმა მიიღო. „ბიძინა ივანიშვილი […]

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს საბანკო სერვისების ნაკრებებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ახალ პროდუქტს – ბიზნეს ნაკრებს სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ბიზნეს ნაკრები საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ერთობლიობაა, რომელიც კომპანიების ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ოპერაციები მოქნილად აწარმოონ და ჰქონდეთ წვდომა „საქართველოს ბანკის“ პარტნიორი ბიზნესების […]

“დე ლაურენტისი მას ვერასდროს დაითანხმებს” – იტალიელი სპეციალისტის აგენტმა “ნაპოლის” ქომაგები გააბრაზა

იტალიური პრესა აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მთავარ მწვრთნელად “ბოლონიას” თავკაცის, ტიაგო მოტას დანიშვნა სურდა. ახალგაზრდა სპეციალისტის აგენტმა დარიო კანოვიმ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მოტა “ნაპოლის” ჩაბარებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს. “მოტას საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ “ნაპოლის” არ ჩაიბარებს. ტიაგოს “პარტენოპეის” […]

ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება, მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე

ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება, მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის […]

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ქეთევან შოშიაშვილის სტატუსზე – თანამშრომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ქეთევან შოშიაშვილის სტატუსზე – თანამშრომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ თანამშრომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ – ასე პასუხობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ორგამიზაციის თანამშრომლის და “სირცხვილია”-ს აქტივისტის, ქეთევან შოშიაშვილის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსზე დასმულ კითხვას. ” საერთაშორისო გამჭვირვალობაში” ამბობენ, რომ თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია არასოდეს არავისთან არ აკეთებს კომენტარს. “თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია […]