სვანეთში ზვავი ჩამოწვა – ვიდეო

სვანეთში, ჭაალადში ზვავი ჩამოწვა, – ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში საბა გაბრიჭიძე ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

ზვავი აჭარაში – რა ხდება სოფელ თაგოში? – ვიდეო

ზვავი ჩამოწვა აჭარაშიც, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს განვითარდა მეწყრული პროცესები. თვითმხილველების თქმით, მთიდან ჩამოსულმა თოვლისა და მიწის მასა საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე ჩამოვიდა.

ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასა 150 000 მ3 – სააგენტოს განცხადება

რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის […]

მეწყერი აჭარაში – ჩახერგილია გზა ღორჯომის ხეობის სოფლებისთვის – ფოტოები

მოქალაქეები მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ იტყობინებიან სოფელ დიდაჭარადანაც. არსებული ინფორმაციით, მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად ჩახერგილია მთავარი გზა, რომლითაც ღორჯომის ხეობის სოფლები სარგებლობენ. http://

“რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება უმაღლესი ეროვნული ამოცანაა” – კობახიძე

პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები უსმენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამას. სხდომის წამყვანი არის თინა ბოკუჩავა, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე. შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოსა” და „საქართველოსთვის” წევრები. კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას უმაღლეს ეროვნულ ამოცანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა დაასახელა. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად იზრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა […]

ასურეთში საჰაერო ბურთი ელექტრო გადამცემ ხაზს შეეჯახა – დაიღუპა 3 ადამიანი

ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ასურეთში) საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მუშაობენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც. მომხდარი შემთხვევის შესახებ ოფიციალურ უწყებებს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

“დღეს რა ხდება, შხამიანი ჰაერია იქ, თუ ცოფიან კატებს უშვებენ დარბაზში?” – ალეკო ელისაშვილი

დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი: “ნაცებთან არ დავსხდებით, ქოცებთან არ დავსხდებით იძახის ხალხი, რომელიც ნაციც იყო და ქოციც. ახლა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, იმასთან არ დავსხდებითო. ზოგი მინისტრის მოადგილე იყო, ზოგი მინისტრი იყო, კოალიციებს კრავენ, იმას შვრებიან, ამას შვრებიან და ჰაიტ, არ დავსხდებითო. ხვალ თუ შემოხვალ მთავრობის დამტკიცების დროს, დღეს რა ხდება, შხამიანი ჰაერია იქ, თუ ცოფიან კატებს […]

“რა დაზღვევაზეა ლაპარაკი? არავის ვურჩევ ამ გზაზე დადგომას” – სააკაშვილი ბესელიას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება და წერს: მიხეილ სააკაშვილი ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და კითხვას სვამს, რა დაზღვევაზე საუბრობს ბესელია გახარიასთან მიმართებით: “გუშინ ეკა ბესელიამ “ფორმულაზე” გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და “დაზღვევის მექანიზმებს” შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ […]

“3 თვის წინ ხვიჩას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, მისმა აგენტმა კი ასეთი რამ გვითხრა” – რას აცხადებს დე ლაურენტისი?

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 3 თვის წინ ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები ქართველის აგენტთან შედგა, მხარეები კი შეთანხმდნენ, რომ ამაზე სეზონის ბოლოს ისაუბრებდნენ. “3 თვის წინ ხვიჩას აგენტს შევხვდი და მათ ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ. მისმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ არ გვენერვიულა, რადგან ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობდა და ამ საკითხზე […]

ასურეთში საჰაერო ბუშტი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა — გარდაიცვალა 3 ადამიანი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბუშტი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა. უბედური შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ასურეთში, თინა აღდგომელაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, უცნობია, საიდან აფრინდა საჰაერო ბუშტი და როგორ მოხვდა ასურეთში. ასევე, ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა. “ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. იმედია, მეტი არ იქნება [გარდაცვლილი]. ძალიან დამწვარია გვამები. საიდანღაც არიან წამოსულები. […]