ნონიაშვილი სომხურ ეკლესიაზე: კარმირ ავეტარანი პატრონს უნდა დაუბრუნდეს

კარმირ ავეტარანი / მეწამული მონასტერი პატრონს უნდა დაუბრუნდეს, ისევე როგორც სხვა საკულტო ნაგებობები, რომელიც 1921 წლიდან ბოლშევიკებმა რელიგიურ ჯგუფებს ჩამოართვეს. დღეს კი, ან სახელმწიფოს ანდაც საპატრიარქოს მიერ არის მითვისებული. კარმირ ავეტარანს რაც სჭირს, ნათელი მაგალითია: – როგორ არ უფრთხილდება სახელმწიფო საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. – როგორ მიზანმიმართულად ნგრევისთვის , წაგლეჯვისთვის, კვალის წაშლისთვის წირავს ყველაფერს, რაც დომინანტურ […]
ნერგეეთში მაშველებმა მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის, ისინი კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის […]
ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას TV იმედის ოპერატორი და ორი მფრინავი ემსხვერპლა

ასურეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას ტელეკომპანია იმედის ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი ემსვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას TV იმედი ავრცელებს. როგორც ცნობილია, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.3 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.64 თეთრით გაუფასურდა. 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6592 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8629 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.87 ლარად.
“შემოიტანდა ლუდს და შემოსძახებდაა ,,ის აქ არი…” – ყალაბეგაშვილი

ვაჟა აზარაშვილი გარდაცვლილა… კარგი კომპოზიტორი იყო, აქვს ბევრი კარგი ნამუშევარი, მე ,,სენტიმენტალური ტანგო” და ,,პატარა გოგო” მიყვარს… პიროვნებას რაც შეეხება: ადრეულ წლებში ვპოეტობდი, ათასი ჯურის მუზაატანილთან მქონდა შეხება, ვაჟას მეუღლეც წერს ლექსებს, ჰოდა კომპოზიტორთა სახლი ჰქონდა დათმობილი პოეტური სალონისთვის, მართალია მშვენივრად ხვდებოდა, რომ იქ არც რემბო ვიყავით რომელიმე და არც ახმატოვა, მაგრამ დილიხორს გვისწორებდა… მანანასაც, […]
“ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება” – სანდრო ბრეგაძე

ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, მათ არ იზრუნეს ხალხის უსაფრთხოებაზე !!!
“მე ვყოფილვარ თურმე რუხი კარდინალი, რადგან არ მინდა დავუშვა, რომ ამ მკვლელების კანტორამ კიდევ ბევრი ცხოველის სიცოცხლე შეიწიროს” – ლაგაზიძე

ეს არის 10 სენბერნარის მკვლელი ყასბების, კლინიკა “ჩაკის” ადვოკატი კობა ჯაბუა, რომელიც აქეთ იმუქრება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association ამ ადამიანს ან ქართული ასწავლეთ, ან ეთიკა, ან მორალი, ან ტერმინთა განმარტება, ან ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობა! მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა 10 სენბერნარი ხომ მომიკლეს და ამ გაუგებარი განათლების მქონე ადამიანის გაგებით მე ჩავდივარ თურმე […]
7 თებერვალი სერგო ქობულაძის დაბადების დღეა

1909 წლის 7 თებერვალს, ახალციხეში, დიდი ქართველი მხატვარი – სერგო ქობულაძე დაიბადა. ქალაქ ახალციხეში იმ დროს სამხედრო ნაწილი იდგა, სადაც მამამისი – სოლომონ ქობულაძე მსახურობდა. 1925-1930 წლებში სერგო ქობულაძე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი. ცნობილი ქართველი გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი და ფერმწერი სერგო ქობულაძე წლების განმავლობაში იყო […]
საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ ორი მფრინავი და “იმედის” ოპერატორი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე შეჯახების შედეგად დაიღუპნენ ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი და ორი მფრინავი. თანამშრომლის, მიშო ბიძინაშვილის, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტელეკომპანია “იმედი”. ორი დაღუპული მფრინავიდან ერთი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დღეს, 7 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის […]
მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე ნაპოვნია 5 ადამიანის ცხედარი, გრძელდება 4 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები. გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი. 6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის […]