სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში კიდევ ერთი – მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული […]
ირაკლი კობახიძე – ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება

ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ბუნებრივია გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება. „გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლოდ […]
ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა „გრძელი და სიღრმისეული“ იყო. ბლინკენი ახლა ნეთანიაჰუს თანაშემწეებს და ომის კაბინეტის წევრებს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჰი ჰანეგბის, „მოსადის“ ხელმძღვანელს დევიდ ბარნეას და […]
პროკურატურა – „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ბუღალტერმა, 2015-2023 წლებში საკუთარ და მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დააკავა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა […]
ბიძინა ივანიშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო – მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სახალხო არტისტის ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში. „მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა […]
ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს. „რაც შეეხება პორტებს, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება, განხორციელება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, […]
გიორგი ბოტკოველი ირაკლი კობახიძეს – თქვენც ისე აპირებთ გაგრძელებას, როგორც თქვენი წინამორბედი აკეთებდა? სადაც მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები იღებდნენ სარგებელს სოფლის მეურნეობის პროექტებით?

ბატონო ირაკლი, თქვენც ისე აპირებთ გაგრძელებას, როგორც თქვენი წინამორბედი აკეთებდა? სადაც მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები იღებდნენ სარგებელს სოფლის მეურნეობის პროექტებით?, – ამ კითხვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის გაერთიანებული სხდომის ფორმატზე. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, გლეხს „ლაივ რეჟიმში“ მიმდინარე რთველის პროცესი კი არ აინტერესებს, არამედ მისი […]
ირაკლი კობახიძე – გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში

სპორტის სფეროში გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, უპრეცედენტო პროგრესი შედეგების თვალსაზრისით და ბუნებრივია გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა. კობახიძის თქმით, დაგეგმილია მთელი რიგი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში. „რა თქმა უნდა, […]
ლორთქიფანიძე: საქართველოდან 40-კაციანი დელეგაცია მიდის რუსეთში ფესტივალზე

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორ დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, საქართველოდან 40-კაციანი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც მარტის დასაწყისში სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე (სოჭში) გაიმართება. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ უთხრა. „დიახ, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე მიდის დელეგაცია საქართველოდან, უკვე ჩამოყალიბებულია 40-კაციანი შემადგენლობა. დელეგაციაში შედიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მათ შორის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი […]
ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის „იმედის“ ოპერატორია

ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია თავად ავრცელებს: „სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და პილოტების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ […]