რუსული მედია: რუსეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრება

რუსეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე მონაწილებას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს – ამასთან დაკავშირებით რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია TASS-ი საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტარს ავრცელებს. “დიახ, საქართველოდან დელეგაცია იქნება წარმოდგენილი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე. უკვე ჩამოყალიბდა 40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. დელეგაციის წევრები არიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის არის ანა ხოტივრიშვილი, არჩილ სიხარულიძე – ავტორი ქართულენოვანი […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 8 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის, ჩხიკვაძის (ნაწილობრივ), კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღრმაღელეს დასახლების (ნაწილობრივ), სანზონას დასახლების, გურამიშვილის გამზირის, […]

კობოური “უიპეშტის” ფეხბურთელი გახდა

26 წლის მცველი დავით კობოური თბილისის “დინამოდან” “უიპეშტში” გადავიდა, – იტყობინება უნგრული კლუბის საიტი. ახალ გუნდში კობოური 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ კლუბის ღირსებას ადრე გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე იცავდნენ. “უიპეშტი” 19 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 21 ქულით მეცხრე ადგილზეა და 11 თებერვალს სტუმრად “დიოშდიორს” შეხვდება.

“ვაჟა აზარაშვილს საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში” – ივანიშვილი

მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში. სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო”, – […]

ისრაელის არმიამ დაადასტურა 7 ოქტომბერს გატაცებული 31 მძევლის სიკვდილი

რადიო თავისუფლების ცნობით, ისრაელის არმიამ დაადასტურა სიკვდილი 31 მძევლისა, რომლებიც ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) ისრაელზე თავდასხმისას გაიტაცა 7 ოქტომბერს. ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ღაზის სექტორში ჯერ კიდევ ჰყავდათ დაკავებული 130 მძევალი, ისრაელელები და უცხოელები. The New York Times-ი ისრაელის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სულ მცირე 30 მძევალი დაიღუპა. გამოცემის თანახმად, […]

9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავს ანძა დაეცა – მარტვილი

გამოცემა თაიმერის ცნობით, მარტვილში 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავი დაზიანდა. საფლავს ანძა დაეცა. შეგახსენებთ: წუხელ დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებდა.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის დროს დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში. 6-7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ განსაკუთრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სამწუხაროდ, მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა, რამდენიმე პირის მიმართ კი ძებნა-შველის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. აქვე გვინდა, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ სამაშველო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველების მიმართ, […]

მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეექვსე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ ძებნა-შველის სამუშაოებს. ამ დროისთვის გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 ადამიანი, 3-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი. 6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით […]

სენატში უკრაინა-საზღვრის შეთანხმებას უიმედოდ უყრიან კენჭს

ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული 118 მილლიარდიანი კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან ერთად, ამერიკაში გამკაცრებულ სასაზღვრო უსაფრთხოებასაც მოიცავს, შეერთებული შტატების სენატში 7 თებერვლის კენჭისყრაზე ჩასავარდნადაა განწირული. გასული დღეების განმავლობაში მას დონალდ ტრამპი და ზოგიერთი სხვა რესპუბლიკელი აქტიურად აკრიტიკებდა. რესპუბლიკელთა ნაწილი ამბობდა, რომ უკრაინის დახმარებას მანამ არ დათანხმდებოდა, სანამ დემოკრატიული ადმინისტრაცია ამერიკის უფრო მკაცრ სასაზღვრო პოლიტიკას […]

ევროკავშირი უკრაინას წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს

2024 წლის ბოლომდე, ევროკავშირი უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენი თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსი თავის შესაძლებლობებს აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ის 40%-ით გაიზარდა. შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ წლის ბოლომდე შემოწირულობების სახით [უკრაინისთვის] მიწოდებული საბრძოლო მასალის საერთო რაოდენობა 1 მილიონ 155 ათასზე მეტი იქნება. ეს საკმაოდ ზუსტი ციფრია”, – განაცხადა […]