კახა კალაძე – გვარამია რომელი ახალი სახეა, მთელი ამ წლის განმავლობაში ადამიანმა თუ რამე სიბინძურე შეიძლება მოიფიქრო, დააბრალო, იკადრო – ყველაფერი გააკეთა

ახალს ძველს მივუმატებდი, ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა, მთელი ამ წლის განმავლობაში ადამიანმა თუ რამე სიბინძურე შეიძლება მოიფიქრო, დააბრალო, იკადრო – ყველაფერი გააკეთა, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შესაძლო შექმნას, რომელსაც სავარაუდოდ, „ახალი“ ერქმევა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ადამიანები, რომლებიც „რადიკალურ […]

ჯო ბაიდენი – ისრაელის პასუხი ღაზის სექტორში გადაჭარბებულია

ვფიქრობ, რომ ღაზის სექტორში რეაგირება გადაჭარბებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მან ასევე გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ მძევლების გათავისუფლებასა და ბრძოლის ხანგრძლივ პაუზასთან დაკავშირებულმა შეთანხმებამ, რომლის მიღწევაზეც ამჟამად შუამავლობა მიმდინარეობს, საბოლოოდ, შეიძლება, ომის უფრო მდგრადი ცვლილება გამოიწვიოს. მისი თქმით, ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას, რომ ღაზის სექტორმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. „ძალიან ძლიერად ვცდილობ მივაღწიო, რომ […]

შსს – რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლულია ოთხი პირი, დაჭრილია – ერთი

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 4 და დაჭრილია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. გარდაცვლილთა შორის ბრალდებულის ბიძაა, დაშავებული კი მისი ბიძაშვილი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შევიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. […]

ნიკა მელია პრეზიდენტთან შეხვედრაზე – მიზანი იმდენად ეროვნულია, რომ აქ საუბარი კონსოლიდაციაზე და გაერთიანებაზე აუცილებელია ეროვნული ინტერესის გარშემო – რა გინდა პოლიტიკაში თუ ამ საკითხზე ვერ ახერხებ კონსენსუსის გამონახვას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან მესამე დღეა შეხვედრებს აგრძელებს. ამ წუთებში პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდება. როგორც მელიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა კონსოლიდაცია და გაერთიანება საერთო ეროვნული ინტერესის გარშემო არის აუცილებელი. „ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იქნება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილისგან მოსმენა მის ხედვებთან […]

ცესკოს თავმჯდომარე – სადაც იქნება მომართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, უბნების შექმნასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბანს შექმნის კონკრეტულ ქვეყანაში და კონკრეტულ ლოკაციაზე

უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სადაც იქნება შესაბამისი მომართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, უბნების შექმნასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბანს შექმნის კონკრეტულ ქვეყანაში და კონკრეტულ ლოკაციაზე, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, რაც შეეხებათ უცხო ქვეყანაში მცხოვრებ არასაკონსულო აღრიცხვის მქონე პირებს, მათ შეეძლებათ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს […]

ყვავილების იმპორტი 108%-ით გაიზარდა – რა ვითარებაა ქართულ ბაზარზე

ყვავილების იმპორტი ბოლო 5 წელიწადში 1.43-ჯერ გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 5 126 460 დოლარის ღირებულების 1 718.63 ტონა ყვავილების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107.95%-ით მეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო, თუმცა 2023 წელს სომხეთმა ჩაანაცვლა. 2023 […]

მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს – ირაკლი კობახიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ეს ნორმალური მოვლენაა, როდესაც გარკვეული ფორმით იცვლება მთავრობის შემადგენლობა. „გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მირჩევნია, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს ნაკლებად პოლიტიკური საკითხია, თუმცა მესმის, რომ თქვენთვის საინტერესოა. სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიარებთ […]

ჩერგოლეიშვილი: დღეს პრეზიდენტს შევხვდებით მისი ინიციატივით და აზრებს გავცვლით

დღეს პრეზიდენტს შევხვდებით მისი ინიციატივით და აზრებს გავცვლით. აზრები, რაც ჩვენი მხრიდან უნდა გავუცვალოთ, თქვენ უკვე მოსმენილი გაქვთ. ახალს ვერაფერს/არაფერს მოვიგონებთ. შეხვედრის შემდეგ, შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. წერს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 6 თებერვალს პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას “მომავლის ქარტია” სახელწოდებით “ერთობის […]

დეკანოიძე: მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების, სტიქიასთან ბრძოლა არის მნიშვნელოვანი

მაშინ, როდესაც იმპიჩმენტი მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტს, აქ ყველაფერი გასაგები იყო და საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია იყო ძალიან სწორი და მე ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებაში სალომე ზურაბიშვილის უპირატესობა იყო აშკარა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ ის ეხლა რაღაცნაირად გაუთანაბრდებოდა ირაკლი კობახიძეს ამ სიტუაციაში. ასე რომ მე მესმის ამ გადაწყვეტილების და მათ შორის, სტიქიასთან ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, […]

შსს: რუსთავში, ბაზარში სროლისას 4 ადამიანი მოკლეს, 1 – დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე კაცმა 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული ადგილზე დააკავა. “112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე ისროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. სროლის […]