„იმ წამსვე, როგორც კი ბავშვი გააცოცხლეს, გარდაცვლილმა დედამ ისევ დაიწყო სუნთქვა“- შობის ღამის სასწაული

· 400 კოლორადოს მცხოვრები, ტრეისი ჰერმანსტორფერის ისტორია შობის ღამის სასწაულთანაა დაკავშირებული, წერს უცხოური პრესა. როდესაც 2009 წლის შობის ღამეს ტრეისის მშობიარობა დაეწყო, ყველაფერი სწრაფად განვითარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ტრეისიმ შეწყვიტა კონტაქტი და მალევე შეწყვიტა სუნთქვა. მისი გაცოცხლება ვერ შეძლეს, ექიმებმა ბავშვის გადასარჩენად იბრძოლეს, მაგრამ ის მკვდარი დაიბადა. როგორც ჩანს, ეს იყო ყველაზე ცუდი საშობაო საჩუქარი, […]

გიორგი ფოცხიშვილისა და მაია მახათელის ტრიუმფი

ბალერონმა გიორგი ფოცხიშვილმა და ბალერინა მაია მახათელმა მთავარი პარტიები იცეკვეს საბალეტო სპექტაკლში “ფრიდა”, რომელიც გენიალურ მხატვარს ფრიდა კალოს მიეძღვნა. ამსტერდამის ოპერაში გამართულმა პრემიერამ სრული ანშლაგითა და ტრიუმფით ჩაიარა.

80 წლის ტაქსის მძძღოლმა 31 წლის შშმ ქალზე სექსუალურად იძალადა – კაცი დააკავეს

დაკავებულია 80 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად გაუპატიურება ედება. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე სექსუალური ძალადობის ფაქტს. ცნობილია, რომ მამაკაცი და დაზარალებული ქალი მეზობლები იყვნენ. ძალადობის ფაქტს ახლომდებარე მაღაზიის თანამშრომლები შეესწრნენ, რომლებმაც პოლიციაში დარეკეს. მათ მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, ბრალდებულმა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, 31 წლის ქალი მანქანაში ჩაისვა, რის შემდეგაც მასზე იძალადა. შემთხვევა ქობულეთში […]

ერთ-ერთ ბანკში, ფაქტობრივად 100% იყო მის მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიის პროდუქტების რეალიზაციის შემთხვევა – ირაკლი ლექვინაძე

„ერთ-ერთ ბანკში 100% იყო მის მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიის პროდუქტების რეალიზაციის შემთხვევა“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, როცა ადამიანი მიდის სესხის ასაღებად და ბანკი გვთავაზობს მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევას, უნდა გქონდეს მინიმუმ 3 არჩევანი. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ […]

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი ზურაბიშვილს “რევოლუციისკენ” მოუწოდებს

ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს “რევოლუციისკენ” მოუწოდებს. “რას გულისხმობს, ხომ ცხადზე ცხადია. [სააკაშვილი ზურაბიშვილს] მოუწოდებს რევოლუციისკენ, მოუწოდებს გაერთიანებისკენ, დესტაბილიზაციისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისკენ. მეორე სერია ეგ იქნება, რომ მოუწოდოს, თავს დაესხით სახელმწიფო ინსტიტუტებსო, რაც გვინახავს ამის სათავეში”, – თქვა თალაკვაძე. 6 თებერვალს, ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური […]

მანჯგალაძე: შესაძლებლობას, რომ პროცესი ქუჩაში გადავიდეს, ვერ ვხედავ

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პროცესების ქუჩაში გადატანის შესაძლებლობას, ამ ეტაპზე, ვერ ხედავს. ასე ეხმაურება ის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას. “მიხეილ სააკაშვილი, იცით, იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ, შეიძლება, იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, ამ მხრივ, მე მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემებით, ამ წუთას შესაძლებლობა იმისა, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი, ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით […]

რუსეთის ნავთობსაწარმოზე იერიში უკრაინამ მიიტანა – “როიტერის” წყარო

9 თებერვალს, უკრაინულმა დრონებმა იერიში რუსეთის სამხრეთით, კრასნოდარის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს. თავდასხმამ ილსკის საწარმოში ხანძარი გამოიწვია. თავდასხმის უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იდგა, – განუცხადა უკრაინულმა წყარომ ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა. რუსეთის რეგიონულმა ხელისუფლებამ იქამდე განაცხადა, რომ ილსკის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც დაახლოებით ორ საათში ჩააქრეს. მას არ გაუმჟღავნებია […]

სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა – ზაალ ანჯაფარიძე

სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა – ზაალ ანჯაფარიძე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, თუმცა მის ადგილას რომ იყოს, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადაიტანდა და თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, მას მხარს დაუჭერს. „ორიოდე დღის წინ ვწერდი […]

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რთული ეპიდვითარების გამო სკოლები და ბაღები იხურება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სკოლებს და ბაღებს ხურავენ. ამის მიზეზი კი მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს შორის გრიპისა და ვირუსული ინფექციების მაღალი მაჩვენებელი გახდა. საკარანტინო ღონისძიებები ცხინვალის სკოლებში თითქმის ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა ცალკეულ კლასებს ხურავდნენ, კვირის ბოლოს კი ეპიდემიური ვითარება არ გამოსწორებულა და სასწავლო პროცესი უკვე არაერთ სკოლაში შეწყდა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლიმენტაციის პროცესში სამსახური ამუშავებს რეკომენდაციებს ე.წ. გაიდლაინებს საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით. რეკომენდაციები მიზნად ისახავს, მათ შორის, კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებზე მითითებით, გაანალიზოს საკანონდებლო დანაწესი, რათა შესაბამისმა პასუხისმგებელმა სუბიექტებმა სრულყოფილად აღიქვან […]