მამა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა. „ბასიანთან“ შეკრებილები იყვნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები. მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, […]
100 ტრლნ დოლარით მეტი – მომდევნო ათი წელი მსოფლიო ვალის ათწლეული იქნება

მომდევნო ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ვალის ხანგრძლივი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისთვის ფატალური აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საკონსულტაციო კომპანია Laffer Tengler Investments-ის პრეზიდენტმა, არტურ ლაფერმა CNBC-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. ეკონომისტის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში მსოფლიო ვალის მოცულობამ რეკორდულ დონეს, 307,4 ტრლნ დოლარს მიაღწია, ხოლო 2013 წლიდან ის 100 ტრლნ დოლარით გაიზარდა. […]
გლობალურ ბაზარზე კაკაოს ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

გლობალურ ბაზარზე კაკაოს ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე კაკაოს ფიუჩერსების ფასი ტონაზე 5 870 დოლარს აღწევს. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 134%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის 9 თებერვალს ერთი ტონა კაკაო ბირჟებზე 2 510 დოლარი ღირდა. კაკოზე ფასების ზრდას სპეციალისტები მიწოდების ჯაჭვში შექმნილ პრობლემებსა და თავად პროდუქტის დეფიციტს უკავშირებენ. […]
რუსეთს არ აინტერესებს პოლონეთზე ან ლატვიაზე თავდასხმა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი თავისი ინტერესებისთვის “ბოლომდე” იბრძოლებს, მაგრამ მოსკოვს არ აინტერესებს უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების გაფართოება რეგიონის სხვა ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი და ლატვია. თუმცა, დაახლოებით ორი წლის წინ, რუსეთი ასევე თვეების მანძილზე განუწყვეტლად იმეორებდა, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებდა. ორსაათიანი ინტერვიუ სამშაბათს, 6 თებერვალს, მოსკოვში ჩაიწერა და 8 თებერვალს, […]
დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით ქვეითს შეეჯახა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა […]
„თბილისი ენერჯი“ – ავარიული გაზსადენის აღსადგენად, 8000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ავარიული გაზსადენის აღსადგენად, 8000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზიანებულ გაზსადენზე, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ორშაბათს, 12 თებერვალს, 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის” საცხოვრებელი კორპუსების, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 3, 3ა, 5, 7, 9, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, […]
გიგი წერეთელი პრეზიდენტთან შეხვედრაზე – ჩვენთვის მკაფიო იყო ერთი რამ, საუბარი არაა ხელოვნურად პროცესის ინიცირებაზე, სადაც პრეზიდენტი შეეცდება, რომ პარტიები გააერთიანოს

ჩვენთვის მკაფიო იყო ერთი რამ, საუბარი არაა ხელოვნურად პროცესის ინიცირებაზე, სადაც პრეზიდენტი შეეცდება, რომ პარტიები გააერთიანოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა. გიგი წერეთლის განმარტებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი იყო იმაზე, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საერთო ამოცანები. „პარტიების გაერთიანებაზე საუბარი ნამდვილად არაა და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ აუცილებლად იქნება მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა. “არ შეგვიძლია აგრესორთან ჩვენს ბრძოლაში გავჩერდეთ. ეს ბრძოლა რომ ეფექტიანი იყოს, მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ […]
ნუგზარ წიკლაური – არ მინდა, რომ პოლიტიკოსები მართალი სიტყვის თქმის მაგივრად, კვიპროსულ საყვირებად გადაიქცნენ – რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელდა, ჩასაფრებაა საკუთარი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ

ნამდვილად არ მინდა, რომ პოლიტიკოსები მართალი სიტყვის თქმის მაგივრად, კვიპროსულ საყვირებად გადაიქცნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მან „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას და ასევე, ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შესაძლო შექმნა შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის მაფიოზურ-კლანური ურთიერთობები მიუღებელია. მან ამ კონტექსტში […]
კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს

კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საკრებულო ავრცელებს. „უკრაინის დედაქალაქი აგრძელებს დასახელებების მოშორებას, რომლებიც ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე მოქმედებდნენ. დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის პროცესი საკმაოდ გრძელია, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლებთან ერთობლივი ძალისხმევებით ქალაქი აქტიურად მიიწევს ამ მიმართულებით. მრავალსაუკუნოვან კიევში არ უნდა რჩებოდეს დასახელებები, რომლებიც დაკავშირებულია […]