ხაშურის შემოვლით გზაზე გარე განათების სისტემა მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) საერთაშორისო ავტომაგისტრალის ხაშურის შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების თანამედროვე სისტემა მოეწყო. მათივე ცნობით, გარდა აღნიშნული საგზაო მონაკვეთისა, გარე განათების სისტემა მოეწყო ქალაქ ხაშურთან დამაკავშირებელ მონაკვეთსა და სურამის სატრანსპორტო კვანძზეც. „გარე განათების ახალი თანამედროვე სისტემა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხს და […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ90 (ანგისა-რიყეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღეს “მილანი” VS “ნაპოლია” – კვარაცხელია კარგ განწყობაზეა…

იტალიის სერია “ა”-ს 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი, “მილანი” და “ნაპოლი”, ერთმანეთს “სან სიროზე” შეხვდება – დღეს, 11 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე. მილანელები პირველობაზე ახლა უფრო თუ იოცნებებენ, სამეულში ყოფნა კი სავსებით რეალურია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს, ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით, ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრაში “როსონერი” დომინირებს. […]

ოლაფ შოლცი – პუტინი ინტერვიუში ბევრ ტყუილს ამბობდა – მისთვის საერთო მესიჯი უნდა იყოს: “უკრაინისთვის ჩვენი დახმარება არ შემცირდება“

პუტინი ინტერვიუში ბევრ ტყუილს ამბობდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს განაცხადა. შოლცმა აღნიშნა, რომ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი ამბობდა “ბევრ ტყუილს ამ ომის ისტორიის შესახებ.” კანცლერის თქმით, პუტინი მხოლოდ იმაშია დაინტერესებული, რომ “თავისი მეზობლების ტერიტორიის ნაწილი მიიღოს” და ასეთ საქციელს “იმპერიალიზმი” უწოდა. შოლცმა აღნიშნა, რომ ერთადერთი […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ხის სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოში სამშენებლო ხის მასალის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა, 2023 წელს საქართველოში ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის სამშენებლო ხე ( სამშენებლო ნაწარმი ხისა) შემოვიდა და 32,503.97 დოლარის 16 095 ტონა შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 26,956 71 0 აშშ დოლარის 11,908 ტონა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში სამშენებლო ხის იმპორტის მაჩვენებელი […]

წმიდა მოწამე აშოტ დიდი კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)

დღეს არტანუჯის ტაძარში წამებული, წმიდა მოწამე აშოტ დიდი კურაპალატის ხსენების დღეა. წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, […]

დღეს დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 თებერვალს დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და კედიას ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თბილისში ტემოერატურა +19° იქნება – როგორი ამინდია დღე მოსალოდნელი საქართველოში

თბილისში- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +6°. სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +9°. გაგრა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°. ოჩამჩირე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°. […]