კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, აქაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ, ამ თვალსაზრისით, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშავოთ ამ ყველაფერზე.

აშშ-ს სენატმა წინ წაწია პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის $61 მილიარდიან დახმარებას შეიცავს

აშშ-ს სენატმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა $95,34 მილიარდის პაკეტის მიღების გზაზე, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებისთვის არის განსაზღვრული. მტკიცე ხაზის გატარების მომხრე რესპუბლიკელებისა და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონპროექტის მიღებას 67-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 27 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მიღების მომხრეებს შორის 18 რესპუბლიკელი იყო. 60-ხმიანი ბარიერის გადალახვით, სენატორები პროცედურულ საკითხზე შეთანხმდნენ, […]

2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული $4.1 მლრდ მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარი) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს — 17.3%- ით (608.7 მლნ აშშ დოლარი). 2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე […]

კვების ობიექტებმა მენიუში ფასი გადასახადების ჩათვლით უნდა მიუთითონ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინეს. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია – მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, […]

კობახიძე: პირველი ვიცე-პრემიერი დავითაშვილი იქნება, ვიცე-პრემიერები წულუკიანი და ჩიქოვანი

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი მთავრობის სხდომა ჩაატარა, რომელზეც საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. კერძოდ, კობახიძის თქმით, მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი იქნება. რაც შეეხება ვიცე-პრემიერებს, თანამდებობას კულტურის მინისტრი – თეა წულუკიანი და თავდაცვის ახალი მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებენ. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი იქნება.

ინდონეზიაში, მატჩის მსვლელობისას ფეხბურთელი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

ინდონეზიაში, ამხანაგური მატჩის მსვლელობისას, მეხის დაცემის შედეგად ფეხბურთელი დაიღუპა. შემთხვევა სილივანგის სტადიონზე მოხდა. სპორტსმენის გადასარჩენად სასწრაფო გამოიძახეს, ფეხბურთელი საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. 2023 წლის დეკემბერში მსგავსი შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა. 21 წლის ფეხბურთელი კაიო გონსალვეში ასევე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

ბათუმში ქვეითი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა

ბათუმში ავტომობილის შეჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ე.წ ქოლცენტრების საქმეზე უცხოეთის მოქალაქეს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შეუამდგომლობა დაკმაყოფილდა. პირი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ იძებნებოდა. “ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან […]

დრონებით თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში 29 ათას ადამიანს დენი არ აქვს

დნეპროპეტროვსკის ოლქში „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავდასხმის გამო 29 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგი ლუსაკის ინფორმაციით, ღამით „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავდასხმის შედეგად 10 ათას აბონენტს შეუწყდა წყალმომარაგებაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, 12 თებერვალს ღამით 17 დრონიდან 14 ჩამოაგდეს.

ისრაელის პრეზიდენტი – არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი რაფაჰში ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება. „მივესალმები ყველას, ვინც ფერნანდო და ლუისი, მამაცური სამაშველო ოპერაციის საშუალებით, შინ დააბრუნა. გავაგრძელებთ ყველანაირად მოქმედებას, რათა ყველა მძევალი საკუთარ სახლებში დაბრუნდეს, არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება“, – აღნიშნა ისააკ […]