დღეს მსოფლიოს დიდ მოძღვართა და მღვდელმთავართა: ბასილი დიდის, გრიგოლ ღმრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის ხსენების დღეა

კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი – გრიგოლ ღმრთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი – იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა. […]

Culinary Connection Euskadi-Georgia: კახეთში ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი გაიმართება

2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი – “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება. კონგრესის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიება 250-ზე მეტ ადამიანს უმაპისნძლებს. კონგრესზე მოწვეულები იქნებიან საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი […]

2023 წელს 7%-ის ნაცვლად 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო – საქსტატმა დაზუსტებული მონაცემი გამოაქვეყნა

საქსტატმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ახალი შეფასებით, წინა წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზარდა. ასევე შეცვლილია წინა წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც და 2022 წელს ზრდა 10.4%-ის ნაცვლად 11% იყო, ასევე შეიცვალა 2021 წლის ზრდის მაჩვენებელიც და ის 10.5%-ის ნაცვლად 10.6% იყო. სხვა ცვლილებებთან ერთად გადაიხედა 2020 წლის რეცესიის მაჩვენებელიც, რომლის […]

წელს ნუშისა და კაკლის გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით – თორნიკე ლათათია

„ნუშისა და კაკლის მოსავალი წესით გეომეტრიული პროგრესით უნდა გაიზარდოს. მინიმუმ უნდა გაორმაგდეს“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა თორნიკე ლათათიამ განაცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლევა ივლისი-აგვისტოში ჩატარდება და უფრო ზუსტი ციფრი იქნება ცნობილი. „გასულ წელს, ნუშის შემთხვევაში, გვქონდა 2000 ტონა მოსავალი, ვგულისხმობ გაუტეხავ ნუშს. კაკალში გაჩნდა დაახლოებით 2500-დან 3000 […]

2023-2024 სასწავლო წელს საქართველოში 1 708 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს – ყველაზე მეტი იმერეთშია

2023-2024 სასწავლო წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 708 საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც 141 324 აღსაზრდელი ირიცხება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 17 620 აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/ აღმზრდელის თანაშემწე/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგია დასაქმებული. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში მოქმედ 188 საჯარო ბაგა-ბაღში 52 945 აღსაზრდელი ირიცხება. რაც შეეხება, თბილისში დასაქმებულ აღმზრდელ-პედაგოგებს/ აღმზრდელებს/ […]

ოკუპირებულ გალში მოკლული თემურ კარბაიას საქმეზე ორი „მილიციელი“ დააკავეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე 2 “მილიციელი” დააკავეს. ოკუპირებულ რეგიონში სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ იყო დაწყებული. დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით, კაპიტან ალბერტ ზარაკუას, ლეიტენანტ ვიანორ აბშილავას და უმცროს ლეიტენანტ დავით კვეკვესკირს ბრალად ედებათ ჯგუფის მიერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ძალადობა რასაც მძმიე […]

თანაგუნდელმა დაამშვიდა – ოსიმენის ემოციები წაგებული ფინალის შემდეგ [VIDEO]

აფრიკის თასის ფინალში კოტ’დივუარმა ნიგერიის ნაკრები 2:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ნიგერიის ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. ვიქტორი გასახდელში მისმა თანაგუნდელმა ალექს ივობიმ დაამშვიდა.

ისრაელმა ჰამასის ტყვეობიდან ორი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), შინ ბეთმა და ისრაელის პოლიციამ რაფაჰში საერთო ოპერაციის შედეგად, ჰამასის ტყვეობიდან ორი მძევალი, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი გაათავისუფლეს. ისინი ჰამასმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას ნირ-იცხაკის კიბუციდან გაიტაცა. გათავისუფლებული მძევლები ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან. “ძალიან გახარებული ვაცხადებ, რომ ამ საღამოს ორი გათავისუფლებული […]

„ჰამასი“ – ვგმობთ რაფაჰში განხორციელებულ საშინელ ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

„ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰში განხორციელებულ თავდასხმას გმობს. „რაფაჰზე თავდასხმა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის და დევნილი ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი ხოცვა-ჟლეტა განიხილება გენოციდური ომის გაგრძელებად, რომელსაც ისრაელი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს“, – აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში. „ჰამასი“ აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა […]

გურამ მაჭარაშვილი – 9 რეკომენდაციას იგივე ბედი ელის, რაც 12-ს – ჩვენ ვმუშაობდით მაშინაც, ახლაც ვიმუშავებთ – ევროპელებმა დაინახეს ჩვენი მუშაობა და ოპოზიციის სიზარმაცე და საბოტაჟი

9 რეკომენდაციას იგივე ბედი ელის, რაც 12 რეკომენდაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ხალხის ძალის” წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ისევე იმუშავებს 9 რეკომენდაციაზე, როგორც 12 – ზე იმუშავა. მისივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიისგან ცალკე გეგმის წარდგენა “უმეცრებაა”. “ამ 9 რეკომენდაციას იგივე ბედი […]