პროკურატურამ სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა – ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. პრესრელიზში განმარტებული არ არის, რა როლი ჰქონდათ დაკავებულებს დანაშაულში ან რა პოზიციაზე მუშაობდნენ დანაშაულის ჩადენის მომენტში. სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების […]
გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის თანამშრომლები დააკავეს

ოკუპირებულ გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი დააკავეს, მესამე მიმალვაშია. გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. გამოძიების […]
ყველაზე გლობალური სიცრუე, რომელიც ამ საუკუნეში უშუალოდ საქართველოს შეეხო 2008 წელს, ხოლო უკრაინაში ამჟამად ვითარდება NATO-სთან არის დაკავშირებული

ყველაზე გლობალური სიცრუე, რომელიც ამ საუკუნეში უშუალოდ საქართველოს შეეხო 2008 წელს, ხოლო უკრაინაში ამჟამად ვითარდება NATO-სთან არის დაკავშირებული საქართველოსა და უკრაინის უახლოეს ისტორიაში გადის უკვე 15 წელიწადზე მეტი და ვერცერთი დასავლელი ლიდერი ვერ ბედავს ელემენტარული სიმართლის თქმას: რუსეთისა და პუტინის წინაშე გადაულახავმა შიშმა 2008 წელს განაპირობა ჩვენი ორი ქვეყნის წინაშე ყველაზე მზაკვრული ჩანაფიქრის ხორცშესხმა − […]
თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა, შეხვედრას მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელები და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ისაუბრეს უხვი ნალექის შედეგად მოყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების და გამოცხადებული ტენდერების შესახებ. მერმა, დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში არსებულ საჭიროებებზე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისგან და დეტალურად განიხილა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები, […]
ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს – ირაკლი ჩიქოვანი ალიევისთვის მილოცვაზე

„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით, ვინაიდან ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან“- ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს. ირაკლი ჩიქოვანი პრეზიდენტის ამ ნაბიჯს უგუნურ გადაწყვეტილებად აფასებს […]
ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. “პატრონებისგან” – თეა წულუკიანი

საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავის შეკავება, პოლიტიკური სიბეცეა. მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საფრთხეების დაზღვევაზე ზრუნავდეს, ამ ნაბიჯით, […]
სააკაშვილის მწამებლური სისტემის აპოლოგეტი მამუკა ხაზარაძე ბედავს და საქართველოს ისტორიის მანძილზე არსებულ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება რეპრესიებით

სააკაშვილის მწამებლური სისტემის აპოლოგეტი მამუკა ხაზარაძე ბედავს და საქართველოს ისტორიის მანძილზე არსებულ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება რეპრესიებით „სასამართლოს მიერ ხანდაზმულ თაღლითად შერაცხული მამუკა ხაზარაძე ბედავს და, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე არსებულ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება რეპრესიებით! ნუ რა შეიძლება ითქვას მამუკა იგივე ხაბე -ორი!“-ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. […]
ჩვენ რეალურად ვისმენთ ხაზარაძისგან მუქარას, რომ ის თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას, უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას

ჩვენ რეალურად ვისმენთ ხაზარაძისგან მუქარას, რომ ის თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას, უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ მიზნად აცხადებს ადამიანების დევნას, თან ვის დევნას, ბიძინა ივანიშვილის დევნას, რომელიც არის ის ქველმოქმედი მათ შორის, პოლიტიკური უპრეცედენტო ქველმოქმედების ავტორი, რომელმაც ბოლო წლებში, 2012 წლიდან უკვე თვალსაჩინოდ და მანამდეც, არაერთი პროექტის შედეგად […]
აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამოიცა ბესო სოლომონაშვილის „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა “

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამომცემლობა ქანუნის მიერ გამოიცა ბესო სოლომონაშვილის „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა “. მთარგმნელი: კამურან კირიაკოვი. ბესო სოლომონაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და […]