ტყეში დაბმულ დათვს თბილისის ზოოპარკში მკურნალობენ

თბილისის ზოოპარკის განცხადებით, სოფელ იფნარას ტყეში ხეზე მიბმული დათვი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თბილისის ზოოპარკში, ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ზოოპარკის განცხადებით, დათვი საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება: „ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, […]

ამერიკელების 86% მიიჩნევს, რომ ბაიდენი მეორე ვადისთვის ზედმეტად მოხუცია

ABC News/ipsos-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 86%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ზედმეტად ასაკოვანია. წინასაარჩევნოდ გამოკითხული ამერიკელებიდან უმრავლესობა (59%) თვლის, რომ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი, ასაკით ორივე ზედმეტად მოხუცია, რათა ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდეს. თუმცა, გამოკითხვის მიხედვით, 27%-ს ეს მოსაზრება მხოლოდ ჯო ბაიდენზე აქვს, მაშინ, როცა მხოლოდ ტრამპის ასაკზე ბევრად […]

ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონი მკაცრდება – ამ მიმართულებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება

ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონი მკაცრდება – ამ მიმართულებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება. მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა […]

რუსეთმა ბრიტანეთის 18 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა, ლონდონის კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, ბრიტანეთის 18 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ლონდონის მუდმივი კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის დემონიზაციის მცდელობა მიმდინარეობს, აქტიურად იგება ანტირუსული ნარატივები საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის გავლენის შესამცირებლად და კიევის ნეონაცისტური რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის „სტოპ-ლისტში“ დიდი ბრიტანეთის […]

რუსეთში კვლავ უარყვეს პუტინის მოწინააღმდეგე შამანის თხოვნა ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე

რუსეთში სასამართლომ კიდევ ერთხელ უარყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე იაკუტიელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის თხოვნა ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე. გაბიშევი ქვეყნის მასშტაბით ცნობილი გახდა 2019 წელს, მისი მცდელობით მსვლელობა მოეწყო მოსკოვზე, კრემლიდან პუტინის განდევნის მიზნით. გაბიშევის ადვოკატმა, ალექსეი პრიანიშნიკოვმა 12 თებერვალს თქვა, რომ ეს არის უკვე მეოთხე უარყოფა იმ ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეკომენდაციისა, რომელშიც მისი კლიენტი […]

ზესტაფონში ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა. განცხადებაში აღნიშნულია, საქართველოში ტაილანდის მოქალაქეების ჩამოყვანის შემდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ: „უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში […]

კიმ მინ ჯე შეშფოთებულია – რა მისწერა სამხრეთკორეელმა “ნაპოლის” ფეხბურთელებს?

სერია A-ს 24-ე ტურში “ნაპოლი” “მილანს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. “ბაიერნის” მცველმა კიმ მინ ჯემ ყოფილ თანაგუნდელებს საერთო ჩატში შემდეგი სიტყვები მისწერა: “ბიჭებო, რა ხდება?”. შეგახსენებთ, კიმი “რეკორდმაისტერს” გასულ ზაფხულს “ნაპოლიდან” 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

პუტინის შემდეგ, შუა საუკუნეების ისტორია მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც გაიხსენა

მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ცაჰიაგინ ელბეგდორჟმა X-ზე ყოფილი მონღოლეთის რუკა გამოაქვეყნა. როგორც თავად ელბეგდორჟი აღნიშნავს, მისთვის ინსპირაცია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გახდა, რომელმაც ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ნახევარი საათი დაუთმო მეცხრე საუკუნიდან რუსეთის ისტორიის მოყოლას და „ახსნა“, რომ რაკიღა წარსულში უკრაინა რუსეთის შემადენლობაში იყო, მოსკოვს ახლაც აქვს უფლება, უკრაინა დაიპყროს. პუტინის ისტორიულ „ლექციას“ ინტერნეტში ხუმრობითა და მიმებით […]

გალუზინი: ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის თბილისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აპირებენ ნორმალიზაციის მისაღწევად მუშაობის გაგრძელებას. “რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, ეს 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, […]

გალუზინი: თბილისის მთავრობის პრაგმატულობის წყალობით, ურთიერთობის რთული პერიოდი გადავლახეთ

საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს რადიკალების ცნობილმა პროვოკაციებმა გამოიწვია. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, გაუქმდა და პირდაპირი ფრენები განახლდა. ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების […]