ნიუ-იორკის მეტროში სროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

ნიუ-იორკში, ბრონქსის მეტროში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი – დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ამ დრომდე ეძებენ შეიარაღებულ პირს, რომელიც მეტროსა და სადგურის პლატფორმაზე ცეცხლის გახსნაზეა პასუხისმგებელი. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის (NYPD) ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთისკენ მიმავალ ერთ-ერთ მატარებელში მოზარდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. ამავე ინფორმაციით, შემთხვევის […]
2022 წლიდან დღემდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ვანდალიზმის ფაქტები მხოლოდ 9 მისამართზე დაფიქსირდა

2022 წლიდან დღემდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ვანდალიზმის ფაქტები მხოლოდ 9 მისამართზე დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიამ ათივე რაიონული გამგეობის მიერ მიწოდებული მონაცემებზე დაყრდნობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე აცნობა. აქედან, ვანდალიზმის 8 შემთხვევა ისანი-სამგორზე მოდის, რა დროსაც ძირითადად სკვერებსა და პარკებში არსებული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამასთან, მთაწმინდის რაიონული გამგეობის ცნობით, ვანდალიზმის ფაქტები 2023 წლის 7-9 მარტს რუსთაველის […]
2023 წლის 10 თვეში, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია

2023 წლის 10 თვეში, 1-ელი იანვრიდან 23 ოქტომბრამდე, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია. როგორც “ინტერპრესნიუსს” დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სერვისების დაფინანსება: სამედიცინო მომსახურება, პროფესიული სწავლების ხელშეწყობა, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა და სხვადასხვა თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივები. სააგენტოს ინფორმაციით, […]
საფრანგეთმა ისრაელსა და ლიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გეგმა წარადგინა

საფრანგეთმა ბეირუთს წარუდგინა წერილობითი წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელთან საომარი მოქმედებების დასრულებას და ლიბან-ისრაელის სადავო საზღვრის საკითხზე შეთანხმების მიღწევას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს „ჰეზბოლას“ მებრძოლების გაყვანას საზღვრიდან 10 კილომეტრის რადიუსიდან. სამეტაპიანი გეგმა ითვალისწინებს დეესკალაციის 10-დღიან პროცესს, რომელიც სასაზღვრო მოლაპარაკებებით დასრულდება. ერთ-ერთმა ფრანგულმა დიპლომატიური წყარომ განაცხადა, რომ წინადადება წარედგინა ისრაელის, ლიბანისა და […]
იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 78%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 151,939 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის იანვარი 85,338 მგზავრი). როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. […]
შიიტი მუსლიმები იმამ ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს შიიტი მუსლიმები მესამე იმამის, ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „იმამი ჰუსეინი იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი, იმამ ალის მეორე ვაჟი. იმამ ჰუსეინი 626 წელს ქალაქ მედინაში დაიბადა და 680 წელს, ქარბალასთან ტრაგიკულად დაიღუპა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს ულოცავს იმამ ჰუსეინის დაბადების დღეს, სიკეთესა და ბედნიერებას […]
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024” ქართული სტენდზე თერთმეტი კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2024 თერთმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა და გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია […]
შესყიდვების სააგენტომ 2023 წელს ე.წ. შავ სიაში კომპანიები, დაახლოებით, 425-ჯერ შეიყვანა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2023 წლის განმავლობაში ე.წ. შავ სიაში კომპანიები, დაახლოებით, 425-ჯერ დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ შესყიდვების სააგენტომ ზოგიერთი კომპანია სხვადასხვა ტენდერის პირობის დარღვევის გამო ე.წ. შავ სიაში რამდენჯერმე შეიყვანა. შავ სიაში დარეგისტრირების მიზეზად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება, ან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა სახელდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, […]
აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტის ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტის ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა ავრცელებს. აშშ-ის სენატში 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტმა, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისა მხარდაჭერას მოიცავს, რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა. ამერიკელმა სენატორებმა ჯერ „დემოკრატი“ სენატორის, პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი კანონპროექტის განახლებული ტექსტის […]
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს მსახიობები ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ტიმოფეი კულიაბინის სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ (ლატვიური „დაილეს“ თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია) იხილონ. სპექტაკლი 22 და 23 მარტს, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. „23 მარტს, […]