“მის ასაკში ასეთი მონაცემები მესისა და რონალდოს არ ჰქონდათ” – გვარდიოლა ჰოლანზე

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი შეგირდის, ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ნორვეგიელის ასაკში ერლინის მსგავს ფეხბურთს ვერ აჩვენებდნენ. “ერლინი ახალგაზრდაა. ის მოედანზე ყოველთვის რთულ პოზიციაზე თამაშობს, რადგან მას 4-5 ფეხბურთელი მუდამ მეურვეობს. მას ვუთხარი, რომ პოზიტიური დამოკიდებულება შეენარჩუნებინა და გოლები აუცილებლად მოვიდოდა. ჰოლანის სიმაღლის ფეხბურთელისთვის ტრავმის […]

CFD აუქციონში მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა – სამინისტროში 146 განაცხადი შევიდა

ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის CFD აუქციონის განაცხადების მიღების შედეგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყებამ რიგით მეორე აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა და სულ 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით. სამინისტრომ მთლიანობაში 800 მეგავატის სიმძლავრეზე გამოაცხადა აუქციონი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, პირველ რიგში, დაადგენს მედიანურ ტარიფს, […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მრჩევლის ბიზნესინტერესებსა და „ქართულ ოცნებასთან“ კავშირებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მრჩევლის ბიზნესინტერესებისა და “ქართულ ოცნებასთან“ მისი კავშირების თაობაზე აქვეყნებს ინფორმაციას. ორგანიზაციის ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა, მრჩევლად “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორი – ვასილ ბაბლუანი დანიშნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ბაბლუანი “საპარტნიორო ფონდისა“ და სახელმწიფო […]

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით პროექტის განხორციელება დაიწყო

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი “პარტნიორები […]

European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს.

საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. როგორც აბაშიძე წერს, საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა “საშიშია” და პოლიცია “არ მუშაობს”, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა. „საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის […]

ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის პლატფორმა „ტიკ-ტოკს“ გამოიყენებს

ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის პლატფორმა „ტიკ-ტოკს“ გამოიყენებს, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს და ფედერალურ მოწყობილობებზე მისი გამოყენებაც აკრძალა. პრეზიდენტის თანაშემწეები ამბობენ, რომ „ტიკ-ტოკზე“ არც ბაიდენი დარეგისტრირდება და არც მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები. არსებობს ანგარიში „ბაიდენი ეჰი ქიუ“, რომელსაც პრეზიდენტის გუნდი მართავს. ისინი ამ გზით შეეცდებიან განსაკუთრებით, ახალგაზრდა ამერიკელების გულის მოგებას.

შოლცი: NATO-ს ორმხრივი თავდაცვის მუხლის ნებისმიერი რელატივიზაცია მხოლოდ რუსეთს ემსახურება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, NATO-ს ორმხრივი თავდაცვის მუხლის ნებისმიერი რელატივიზაცია საშიშია და მხოლოდ რუსეთს ემსახურება. ამის შესახებ შოლცმა პოლონეთის პრემიერმინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “NATO-ს დახმარების გარანტიის ნებისმიერი რელატივიზაცია უპასუხისმგებლო და საშიშია. ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. არავინ არ უნდა ითამაშოს ან ივაჭროს ევროპის უსაფრთხოებასთან”. – თქვა შოლცმა. ამ სიტყვებით გერმანიის კანცლერი აშშ-ს ყოფილ […]

რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს. “კალასი კაია. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით”. – წერია მონაცემთა ბაზაში, რომელშიც მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა […]

2021 წელს ექიმების 23%-ს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – აუდიტი

2021 წელს ექიმების 23%-ს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, ექიმების 50%- ს ერიცხებოდა 1,500 ლარი და ნაკლები, როდესაც 500 ლარზე ნაკლები აქვს 23%-ს და 5 500 ლარზე მეტი 14%-ს. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება 2018-2020 წლებშიც. „საქართველოს ექიმების რაოდენობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება […]