უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 თებერვალს, დილით, შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდის „ცეზარ კუნიკოვის“ განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებთან ერთად ოკუპანტების დიდი სადესანტო ხომალდი […]
აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას 1-ელი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ. „განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების რეგისტრაციაში. ჯიხურები დროებით განთავსდება […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქმა დიპლომატმა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში […]
„ალდაგის“ მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Toyota CHR-ის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პრიმო „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს […]
„საქართველოს ბანკსა“ და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ბანკი“, რეგიონების მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს ბანკსა“ და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „შესაბამის დოკუმენტს ხელი „ტურინვესტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში, რუსთაველის #20 – ში, სასტუმრო Hampton by Hilton აშენდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში. […]
სერგო ჩიხლაძე მიუნხენის კონფერენციაზე – მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის

მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს და ამ შესაძლებლობას იყენებდეს საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ინვესტორების მოზიდვისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ „სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს“. როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ყველა ასეთი ფორუმი საქართველოს […]
სოზარ სუბარი – ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ – კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, სამარცხვინოა

ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ. კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, ეს ხომ სამარცხვინოა,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „მართალია ის პროკურორი არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში”. „ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო ნაცმოძრაობასთან და რეჟიმის მთავარი „ჰალსტუხიანი […]
სასამართლოში 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების – ედვინ ბაგაშვილისა და კარლო გალოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ადვოკატი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ძმების ადვოკატის მანანა მოსულიშვილის განცხადებით, ბრალდებულები და მოკლული […]
წარუმატებელი სერია გრძელდება – ბასილაშვილი ბაჰრეინის ტურნირს გამოეთიშა

გუშინ, 13 თებერვალს, ბაჰრეინის ტურნირის 1/16-ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი (766) 18 წლის ჩეხ იაკუბ მენშიკს (129) დაუპირისპირდა და 2 სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა. ნიკოლოზმა ბოლოს გამარჯვება 16 იანვარს, სანდერლენდის ტურნირზე მოახერხა.
ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 16.2%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის 3.2%-ით შემცირდა

2023 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 19.5%-ით (1,044-დან 875 მლნ დოლარამდე), ხოლო ბუნებრივი აირის 3.2%-ით შემცირდა (438-დან 424 მლნ დოლარამდე). ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულების შემცირება გამოიწვია შედარებით იაფიანი საიმპორტო ბაზრების ათვისებამ. „2024 წლის იანვარში ნავთობის ფასი თვიურად 6.1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი თვიური […]