ქარქაშაძე: მიმდინარეობს ქუთაისი-ბარსელონას რეისის მგზავრების დამატებითი შემოწმება

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ქუთაისი-ბარსელონას რეისზე მყოფი მგზავრები სტერილურ ზონაში არიან გადაყვანილი და მათი დამატებითი შემოწმება მიმდინარეობს. “აფრენიდან დაახლოებით 5-10 წუთში ჩვენმა ოპერირების სამსახურმა ეკიპაჟისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო ეროპორტში, რადგან საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. შესაბამისად, ყველა პროცედურის მიხედვით მოხდა ყველა სამსახურების მობილიზება. ქუთაისის […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტამბოლის გამოფენაზე EMITT 2024 გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT 2024 მიიღო მონაწილეობა. სტამბოლის გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა თურქ […]

გმირთა მოედნიდან ვულკანიზაციის ობიექტებსაც აიღებენ

გმირთა მოედნიდან ბენზინგასამართი სადგურების გარდა ვულკანიზაციის ობიექტებსაც აიღებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან უკვე მიმდინარეობს. „კერძო მესაკუთრეებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ შემთხვევაში 3 რეგისტრაციაა, თუმცა ეს უფრო ნაკლები მოცულობის მიწის ნაკვეთებია, შესაბამისად, აქ ღირებულებაც ნაკლები იქნება, მაგრამ ეს აუცილებელია, რომ სატრანსპორტო […]

საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024” ქართული მოცვით დაინტერესდნენ

ქ. ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენის „Fruit logistica 2024” ფარგლებში, ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები ლურჯი მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებთან, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებელი გერმანული კომპანია Wonderland Farmers და კომპანია Driscolls წარმომადგენლებთან გამართეს. აღსანიშნავია რომ Driscolls ამერიკული კომპანიაა, რომელიც საერთაშირისო ბაზარზე ოპერირებს. შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის […]

ფენილკეტონურიის არასწორი დიაგნოსტირებისთვის ლაბორატორიებს 33 ათასის გადახდა დააკისრეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ორ სამედიცინო დაწესებულებას — შპს “მედიკალ სოფტსა“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ — 32 869 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფო სკრინინგის პროგრამის ფარგლებში შემოწმებისას, არასწორი დიაგნოზი დაუსვეს ჩვილს, რამაც ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. “ბავშვს დაბადებისთანავე ჩაუტარდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგი სამ თანდაყოლილ დაავადებაზე, მათ შორის, ფენილკეტონურიაზე. სკრინინგის […]

Wizz Air-ის ბორტის უკან დაბრუნების გამო სხვა რეისები დაგვიანებით შესრულდება

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავის უკან დაბრუნების გამო ქუთაისის აეროპორტში მომდევნო რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს აეროპორტის ცხელ ხაზზე. 12:45 საათზე ქუთაისის აეროპორტიდან აფრენილი Wizz Air-ის ბორტი, პილოტის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა. საუბარია გერმანიის მიმართულებით შესასრულებელი ორ რეისის გადადებაზე: ქუთაისი-მემინგენსა და ქუთაისი-ჰამბურგზე. ინფორმაცია უკვე ასახულია აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზე. ამ დროის მონაცემებით, […]

მედია – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“, ჟურნალისტ იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე […]

თამარ გაბუნია – მიმდინარეობს მუშაობა ერთიან საინფორმაციო ბაზაზე, სადაც ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის სტატუსი სრულად აისახება

მუშაობა მიმდინარეობს ერთიანი საინფორმაციო ბაზის შეგროვებაზე, სადაც სრულად აისახება ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის სტატუსი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს. გაბუნიას განცხადებით, სამინისტროს აქვს მონაცემთა ბაზები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას […]

ანანიძის ყოფილ თანაგუნდელს 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – რუსული მხარე ექსტრადირებაზე უარს ამბობს

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ქვინსი პრომესს რუსულმა სასამართლომ ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილეობისთვის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ვესლი მეიერი საკუთარ ტვიტერის გვერდზე ავრცელებს. პრომესს ბრალად 1,362 კილოგრამი კოკაინის ანტვერპენის აეროპორტში შეტანა ედება. ჟურნალისტის ცნობით, ნიდერლანდური მხარე პრომესის ექსტრადაციას ითხოვს, რაზეც რუსეთი უარს აცხადებს. შეგახსენებთ, პრომესმა კარიერა 2002 წელს “აიაქსის” აკადემიაში დაიწყო, 2009/2012 წლებში […]

ზარემა მუსაევა არღუნის კოლონიაში რჩება. ის შესაძლოა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანონ

ჩეჩნეთში მსჯავრდადებული, ოპოზიციონერი ძმების იანგულბაევების დედა ზარემა მუსაევა ქალაქ არღუნში სასჯელაღსრულების კოლონიაში რჩება. როგორც „კავკაზ.რეალიც“ წერს არ დადასტურდა მუსაევას უცნობ კოლონიაში გადაყვანის ინფორმაცია, რაც ერთი კვირის წინ მის ადვოკატ ალექსანდრ სავინს აცნობეს. ამჟამად პიატიგორსკში საკასაციო სასამართლო განიხილავს მუსაევას საკასაციო საჩივარს მის მიმართ პოლიციელზე თავდასხმის თაობაზე გამოტანილი განაჩენის თაობაზე. ბოლო შეხვედრა გადაიდო, რადგან მსჯავრდადებული სავარაუდოდ გადაიყვანეს […]