„ფეისბუკი“ შეფერხებებით მუშაობს

„ფეისბუკი“ და „მესენჯერი“ გარკვეული ხარვეზებით მუშაობენ, განსაკუთრებით, ვებ-ვერსიების შემთხვევაში. ფეისბუკის ვებგვერდზე შესვლისას, მომხმარებელს გვერდის ჩატვირთვის ნაცვლად თეთრი ეკრანი ხვდება. ნაკლებადაა პრობლემები სმარტფონების შემთხვევაში, როდესაც ფეისბუკზე აპლიკაციის მეშვეობით შევდივართ. ხარვეზები თბილისის დროით დაახლოებით 16 საათიდან და 20 წუთიდან ფიქსირდება.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Brunch by Gastronome-ის მეხუთე ობიექტი გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „გასტრონომ ჯგუფმა“ Brunch by Gastronome – ის ახალი, მეხუთე ობიექტი, „გალერია თბილისში“ გახსნა. Brunch by Gastronome „გასტრონომ ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ ჯანსაღ, Takeaway მენიუს სთავაზობს. „გასტრონომ ჯგუფი” მეხუთე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანია საქართველოში პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების […]
გურიაში 15 310 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში გასული წლის მიწურულს მოხდა და ახლა მისი საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს. კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია გურიის […]
მზად ვართ კონფლიქტის დარეგულირებისთვის რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის, უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისთვის მოსკოვის ინტერესებისა და მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან საუბრისთვის ვარიანტები ჯერჯერობით არ ჩანს. “ჩვენ ღია ვრჩებით პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისთვის ჩვენი კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით და მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი იმ პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელმაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა”. […]
უკრაინის დაცვის ჯგუფი ბრიუსელში განიხილავს კიევის მხარდაჭერას

უკრაინის მოკავშირე ქვეყნები 14 თებერვალს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, კიევისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის გაგრძელების საკითხის განსახილველად – იმ ფონზე, როცა მეორე წლისთავს უახლოვდება რუსეთის მხრიდან უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრა. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) – მეორე სახელით რამშტაინის ფორმატის – შეხვედრისთვის უნდა ეხელმძღვანელა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ ის […]
სოხუმს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიჭვინთის აგარაკის გამო ნოტა გაუგზავნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ნოტა მიიღო ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთაში მდებარე ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ გაავრცელა. „არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო […]
რუსეთის სასამართლომ უარყო უკრაინელი ჟურნალისტის საჩივარი ჯაშუშობისთვის 13 წლიან პატიმრობაზე

რუსეთში სასამართლომ 13 თებერვალს უარყო უკრაინელი ჟურნალისტის, სერჰი ციჰიპას საჩივარი 13 წლიან პატიმრობაზე, რომელიც მას ოქტომბერში მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ყირიმის რეგიონში, მოსკოვის მიერ დანიშნულმა უწყებებმა. საქმის დეტალები ბუნდოვანია, უცნობია ციჰიპას პოზიციაც ბრალდებაზე – რადგან სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ციჰიპა ჟურნალისტი და აქტივისტია ხერსონის რეგიონის ქალაქ ნოვა კახოვკიდან, და ის 2022 […]
“დაცულია ორივე მხარის ინტერესი” – სოსო ფხაკაძე ლაგუნა ვერეს ტერიტორიის ადგილმონაცვლეობაზე

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც მისი კომპანია თბილისის მერიისგან მიწას მიიღებს, კერძო სახლები აშენდება. ფხაკაძე bm.ge-სთან საუბარში პროექტის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ტერიტორია ჯერ ოფიციალურად გადაცემული არ არის, შესაბამისად, არ იციან რამდენი სახლი აშენდება, ან რა მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო. “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტის თქმით, საუბარია […]
“მაღალანაზღაურებადი სამუშაო ყველას” – გამარჯვების კოალიციამ დასაქმების გეგმა წარადგინა

“მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ყველას” – გამარჯვების კოალიციის ლიდერებმა დასაქმების გეგმა წარადგინეს. როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარდგენისას თქვა, დღეს საქართველო ბიძინა ივანიშვილის ხაფანგშია და ეს ხაფანგი გაჭირვება და შიმშილია, მათი მიზანი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნაა. გიორგი ვაშაძის თქმით, ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოდან 800 000 მოქალაქე გავიდა, რაც სამუშაო ადგილების არარსებობითაა განპირობებული. ვაშაძემ […]
იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზეა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 170 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე იყო. 2022 წელს საქართველოში იმპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 46 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს 2022 წლის მშპ-ის 62.7%-ს შეადგენს. 2022 წელს საქართველოს იმპორტში საქონელმა 37 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 9 მილიარდი ლარი. მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე […]