ნავალნი 27-ედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 27-ედ, ამჯერად 7 დღით მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით. მიმდინარე დღეების ჩათვლით, ნავალნის პატიმრობის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლატორში 300 დღე ექნება გატარებული. 2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია “Полярный волк-ში” (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში. სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები […]

ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია თსუ-ში გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტი, რომელიც თსუ-ს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკის სტუდენტების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა, ასახავს 2023 წლის მარტი – ივლისის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე 62 […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ქუთაისი-ბარსელონას რეისი, რომელიც ავიაკომპანია Wizz air-ში შესული შეტყობინების საფუძველზე აეროპორტში დაბრუნდა, ადგილობრივი დროით, 19:00 საათზე შესრულდება. ამასთან აღნიშნავენ, რომ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. რეისის 148-ივე მგზავრმა შემოწმება გაიარა და მათ აეროპორტში სათანადო მომსახურება გაეწიათ. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება. ქუთაისი-ბარსელონას […]

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რესტორან ,,გრინ პაბის“ ადმინისტრატორს და ამავე რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელს, წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ე.წ. ,,პრომო გოგონების“ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილი ტურისტები რესტორანში მიჰყავდათ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს ბრალდებულები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი […]

ავიაკომპანია SCAT ბათუმის აეროპორტიდან ფრენებს აღადგენს

ზაფხულში ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines ბათუმსა და ასტანას შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას განაახლებს. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის ინფორმაციით, 2024 წლის 8 ივნისიდან ავიაკომპანია ბათუმი ასტანა ასტანა ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე ფრენებს აღადგენს. რეისები Boeing 737 თვითმფრინავით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს განხორციელდება. ამასთან, მოსალოდნელია რომ ივლისიდან ფრენების სიხშირე კვირაში სამამდე გაიზარდოს. აღსანიშნავია, […]

თბილისში ავტოიმპორტიორთა მსვლელობა გაიმართა – რას ითხოვს ბიზნესი?

14 თებერვალს თბილისში ავტოიმპორტიორთა მსვლელობა გაიმართა. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე BMG-სთან განმარტავს, მათი მოთხოვნა 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებულ რეგულაციას ეხებოდა, რომელიც ავტოიმპორტიორთა გარკვეულ ნაწილს საშუალებას არ აძლევს, 2023 წლის 1 დეკემბრამდე კონტეინერებში ჩატვირთული ავტომობილები საქართველოში მაინც გააფორმონ, რადგან მათი გემზე დატვირთვის პროცესი გაიწელა. “ჩვენ ადრეც გავმართეთ აქცია და გვქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან. […]

Coinmania.ge 7 წლისაა! კომპანიის განვლილი გზა და მიზნები

ქართული კრიპტობირჟა Coinmania.ge 7 წლის გახდა! 2017 წლის თებერვალში დაფუძნებულმა კომპანიამ სანდო პარტნიორის სახელი მალევე მოიპოვა და დღეს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ტექნოლოგიური ინოვაციების კვალდაკვალ, Coinmania წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება. ყველაფერი კი რევოლუციური ტექნოლოგიით დაინტერესებული ორი თანადამფუძნებლით დაიწყო. განვლილი გზა Coinmania-ს თანადამფუძნებელმა სულხან ჯაშმა შეაჯამა და კომპანიის მომავალ გეგმებზეც გვესაუბრა.

Geely Auto – „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმატებული სვლა და 3 თვეში გაყიდული მარაგი

2023 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ბევრი მიმართულებით წარმატებული გამოდგა – მათ შორის Tegeta Cars-ში შემავალი ბრენდისთვის, Geely Sakartvelo-სთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლის სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა და სამ თვეში მარაგი სრულად ამოწურა – 51 ერთეული Coolray გაყიდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2024 წელი კომპანიამ მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებით დაიწყო და „ჯილის“ შოურუმში ახალი მოდელი, Geely Tugella წარმოადგინა. წინ […]

WizzAir-ის თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა, რეისი ბარსელონისკენ 19 საათზე შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმება დასრულდა და ქუთაისი—ბარსელონის რეისი, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, 19:00 საათზე გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმაც, სადაც ნათქვამია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა: „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება. ქუთაისი-ბარსელონას რეისი, რომელიც ავიაკომპანია Wizz […]

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” მამუკა ხელაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” მამუკა ხელაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას. საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა. კოლექტიურ ნაცმოძრაობას არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტები და […]