იაგო ხვიჩია ოპოზიციის დაპირებაზე – ნუ არიან წუწკები – 1000-ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან არ მესმის, 10 000-იანი ხომ სჯობს? – მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს არ სჯობს?

ნუ არიან წუწკები – 1000 ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან არ მესმის, 10 000-იანი ხომ ჯობია? და მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს არ ჯობია? – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციური პარტიების დაპირებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ხვიჩია აღნიშნავს, გარკვეული ოპოზიციური პარტიების დაპირებებს საღი აზრი არ უდევს. „მე მგონი, ცოტა […]
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

14-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს შეხვდება. უწყების განმარტებით, შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთანაც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ შეხვედრებზე აქცენტები გაკეთდება საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მისი […]
ნინო ლაცაბიძე და ირაკლი შატაკიშვილი მაგისტრალურ მილსადენზე GWP-ის მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით გაეცნენ

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, კომპანია GWP-ი მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის პროექტებს აგრძელებს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით მშვიდობის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის შეცვლის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, […]
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ისრაელში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, ბენეფიციარები მოინახულეს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ბენეფიციარები მოინახულეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში, 5 პაციენტი მკურნალობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, შეხვდნენ მშობლებსა და მკურნალ ექიმებს. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ქართულ დელეგაციასთან […]
ჯო ბაიდენი, ღაზაში არსებული მდგომარეობის მოტივით, აშშ-დან პალესტინელების დეპორტაციას ბლოკავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში მყოფ პალესტინელებს მომდევნო 18 თვის განმავლობაში დეპორტაციისგან იცავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილების მოტივად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პირობების გაუარესება სახელდება. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაახლოებით, 6000 პალესტინელს ეხება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განცხადება გაავრცელა, […]
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო – ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე – ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა – ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი […]
ძირითადი სექტორები, რომელშიც საუდის არაბეთის ბიზნესმენები დებენ ფულს, ჩვენს პრიორიტეტებს ემთხვევა – მიხეილ ხიდურელ

ძირითადი სექტორები, რომელშიც საუდის არაბეთის ბიზნესმენები დებენ ფულს, ჩვენს პრიორიტეტებს ემთხვევა, ესაა: უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა – ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი,- ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა თბილისში მიმდინარე საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეისთვის საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიცია მხოლოდ 100 მლნ ამერიკული დოლარია, ამიტომ „ძალიან მსხვილი და დივერსიფიცირებული ბიზნესფორუმი“ […]
თბილისის აეროპორტში 26 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 25,9 კილოგრამი) გამოვლინდა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ 4 დღით გაგრძელდება

15-18 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით ოფიციალურად 14 თებერვლის ნაცვლად 18 თებერვალს დაიხურება. პროექტის მხარდამჭერია SOLO X და Visa. გამოფენის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს […]
ბიტკოინი $52 000–იან ნიშნულს გადასცდა

15 თებერვალს, Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის (BTC) კურსმა $52 000-ს გადააჭარბა. BTC-მა $50 000-იან ნიშნულს 2021 წლის ბოლოს მიაღწია, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. სტატიის გამოქვეყნების მომენტში ბიტკოინის ფასი $52 063-ია. ბოლო 7 დღის განმავლობაში მისი ფასი 17%–ით არის გაზრდილი. ბიტკოინის კაპიტალიზაცია კვლავ ასცდა ტრილიონიან ნიშნულს და დღეს, 15 თებერვალს, მისი მოცულობა $1,02 ტრლნ–ს […]