გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელებაში ბრალდებული პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში, ასევე […]

“რას ველოდები ვოლკანოვსკისგან? განსაკუთრებულს არაფერს… მას უნდა ახსოვდეს, რომ მე ილია თოფურია ვარ ” – რა თქვა “მატადორმა” პრესკონფერენციაზე

UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. “მატადორი” ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს. თოფურიამ პრესკონფერენციაზე ვოლკანოვსკისთან მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა. “რა თქმა უნდა, ვიცი, რომ წინ რთული ბრძოლა მელოდება, თუმცა ამისთვის 100%-ით მზად ვარ. ჩემს გზასა და გეგმებს მივყვები. დარწმუნებული ვარ, […]

ბადრი ჯაფარიძე უმრავლესობის განცხადებებზე – ეს არის ივანიშვილის პანიკური რეაქცია, რომლის საქციელდაკარგული მოლაპარაკე თავები ყველაფერს კადრულობენ, უზრდელობენ, მაგრამ ჩვენ ეს კურსს ვერ შეგვაცვლევინებს

ეს არის პანიკური რეაქცია ივანიშვილის, რომლის საქციელდაკარგული მოლაპარაკე თავები ყველაფერს კადრულობენ, უზრდელობენ, მაგრამ ჩვენ ეს ჩვენ კურსს ვერ შეგვაცვლევინებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტია „ლელოს“ შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეაფასა. მისივე თქმით, პარტია „ლელოს” კურსი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები დადგეს. „ეს […]

ჯო ბაიდენი – უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული

ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში არდადეგები ისე დაიწყო, სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, არ განუხილავთ. წარმომადგენელთა პალატის მიმართ კრიტიკული განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, […]

პარტია „ლელოს“ წევრები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

პარტია „ლელოს“ წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს ხვდებიან. პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ისინი ევროკავშირის ელჩს საქართველოში „ლელოს” გეგმას – „9 ნაბიჯი ევროპისკენ” გააცნობენ. „ლელოს” წევრები ვხვდებით ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ჩვენ მოვედით, რომ „ლელოს” მიერ შემუშავებული გეგმა გავაცნოთ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ცხრავე რეფორმა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებშია, რათა საქართველო […]

“ნაპოლიმ” “მარადონაზე” თამაში უნდა გამოასწოროს, აქ მალე “ბარსელონაც” ეწვევათ – კვარაცხელია ფორვარდად თუ ისევ მარცხნივ?!

“ნაპოლის” ოთხეულში მოხვედრა ისევ ძალიან გაურთულდა, 25-ე ტურის მატჩში კი “ჯენოას” “დიეგო მარადონაზე” უმასპინძლებს – შაბათს, 17 თებერვალს, 18:00 საათზე (ჩვენი დროით). “ვერონასთან” ხვიჩა კვარაცხელიას “ჯადოქრობამ” გუნდს 3 ქულა მოუპოვა, “მილანთან” წაგების შემდეგ კი ტიტულის დაცვის საქმე კვლავ სავალალო მდგომარეობაში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა შინ ნახევარზე ნაკლებ შეხვედრაში გაიმარჯვეს. იმედია, ეს ასპექტი მაინც გამოსწორდება, რამდენიმე […]

„ბახმაროს ეს კომპლექსი გურიის ლოკომოტივი გახდება“ – „ორბი ჯგუფი“

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბახმარო მიიღებს ყველაზე მაგარ, ხარისხიან, მნიშვნელოვანი არქიტექტურული კომპანიის მიერ დაპროექტებულ პროექტს, რომელიც საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამ განსხვავებული აზრების ერთობლიობისა, ყველას დაგვამშვიდებს“, – ასე ეხმაურება კომპანია „ორბი ჯგუფი“ იმ პროტესტს, რომელიც ბახმაროს პროექტის წარდგენის შემდეგ, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ბახმაროს „ბაკურიანიზაცია-გუდაურიზაციასთან“ დაკავშირებული შიშები უსაფუძვლოა და ამის გარანტორად კომპანიის გენერალურ დირექტორს […]

„გაზრდილი უარყოფითი სავაჭრო სალდო ნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს არც წარმოება, არც მომსახურება“ – სტატისტიკოსი

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 10.2 პროცენტით). 2023 წელს მნიშვნელოვნად, 24.4%-ით შემცირდა ადგილობრივი ექსპორტიც. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე […]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა. მასშტაბური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 2 200 000 ლარი შეადგინა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია “ტავ ჯორჯიამ“ მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალს ახალი სივრცე შეემატა, რის შედეგადაც გაიზარდა საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდა საავიაციო უშიშროების […]

წარმომადგენელთა პალატას არდადეგები აქვს – გადაიდო უკრაინის მხარდამჭერი პროექტის კენჭისყრა

თეთრმა სახლმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი გააკრიტიკა იმის გამო, რომ არდადეგები გამოაცხადა უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე. კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60-მილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს, 13 თებერვალს სენატმა დაამტკიცა. პრეზიდენტის ხელმოწერამდე დოკუმენტს სჭირდება წარმომადგენელთა პალატის თანხმობა. კენჭისყრა 16 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, სპიკერმა ჯონსონმა პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებული არდადეგები გამოაცხადა. აშშ-ში ყოველი თებერვლის მესამე ორშაბათს […]