ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის […]

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტში მყოფ „ლელოს“ ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან – დარწმუნებული ვარ, „ლელო“ ჩათვლის, რომ რადიკალიზმი ევროპისთვის მისაღები ფორმაა

სამწუხაროა, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც „ლელო“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტშია, მას ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან – დარწმუნებული ვარ, რომ „ლელო“ ამ შეხვედრიდან გამოვა კიდევ უფრო რადიკალიზებული იმიტომ, რომ ჩათვლის, რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტის […]

შალვა პაპუაშვილი 9 რეკომენდაციაზე – ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის დირექტივა – მათ რეკომენდაციებს ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ, შეიძლება – არა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დღეს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილების, ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ნორმებს და საერთო სასამართლოების შესახებ კანონს. როგორც შეხვედრამდე პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხები მსჯელობის საფუძველი ვენეციის კომისიის დასკვნებია. „სამი თემაა ჩვენს დღის წესრიგში – პირველი არის სპეციალური […]

თბილისში, 2023 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებზე 1684 საჯარიმო ქვითარი გამოწერეს

დედაქალაქის მასშტაბით უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა 2023 წელს ჯამში 1684 საჯარიმო ქვითარი გამოწერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აცნობეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 300 ჯარიმა დედაქალაქში აგვისტოში, ყველაზე ცოტა – 55 კი, აპრილში გამოიწერა. დედაქალაქის […]

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს, ის თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს

სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს, ის თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს და იქცევა ისე, როგორც მას სურს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე წასვლით სალომე ზურაბიშვილი არა საქართველოს, არამედ, მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს. „ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე […]

უნგრეთი ნატო-ს უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა

უნგრეთი შეუერთდა ნატო-ს წევრი ქვეყნების კოალიციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდის საკითხებზე იმუშავებს, – ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელში მინისტერიალზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ნატო-ს 20 წევრ ქვეყანასთან განაღმვის კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ. „ომით განადგურებულ უკრაინაში ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ამოცანაა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უნგრეთის თავდაცვის […]

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელ სადმელის ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. „სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 278 333 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2023 წლის ივლისის თვეში დაიწყო და პროექტის სრული სახით დასრულება, მიმდინარე წლის, ივნისის […]

მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მცირდება, საქართველოში კი სიგარეტის იმპორტი გაიზარდა

ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მცირდება. ამის შესახებ BBC ჯანმოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს. ქართული რეალობა კი საპირისპიროს მაჩვენებელია. თამბაქოს (თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები) იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 47.85%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 186 425 660 დოლარის ღირებულების თამბაქოს იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.48-ჯერ მეტია. საქსტატის მონაცემებით, 2023 […]

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს.­ როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. „საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები. კონკურსის […]

სამხრეთ კორეაში საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ექსპერიმენტული სათბური მოაწყვეს

სეულის ცენტრში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობის სახურავზე არის ექსპერიმენტული სათბური, რომელიც იყენებს ენერგიის დაზოგვის სპეციალურ ტექნოლოგიას. ეს სათბური გახდება ერთგვარი მოდელი სამხრეთ კორეის დედაქალაქში მსგავსი სათბურების დიზაინისა და მშენებლობის სტანდარტის შემუშავებისთვის. კორეის მექანიზაციისა და მასალების ინსტიტუტის (KIMM) მეცნიერთა ჯგუფმა, 200 მ2 ფართობის სათბური დააშენა საოფისე შენობაზე და შექმნა ენერგიის აქტიური გაცვლის ტექნოლოგია – შენობის მიერ გამოყოფილი […]