უკრაინის მე-3 ბრიგადის მეთაურის მოადგილე – ავდიივკაში, ერთ-ერთ პოზიციაზე თავდაცვის ძალები მთლიანად ალყაში არიან

ავდიივკას ერთ-ერთ უბანზე მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის მებრძოლები მთლიანად ალყაში არიან, – ამის შესახებ ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, როდიონ კუდრიაშოვმა განაცხადა. ”მტერი ნამდვილად ჭარბობს. სამხედროებს შორის, რომლებიც ჩვენ გვეწინააღმდეგებიან, ასევე არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც ერთგვარი ფლაგმანი არიან ქალაქ ავდიივკაზე ზეწოლაში. რაც შეეხება ქალაქში არსებულ ვითარებას, ზოგან კრიტიკულია, ზოგან დაძაბული, ვცდილობთ […]

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები – იმედია, ეს შეიცვლება

ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, ექცევიან, როგორც პაკისტანელები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ. „თუ რა განსხვავებაა ევროპულ დემოკრატიასა […]

კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ – გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე

გვარამიას უნდა რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო. როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის […]

ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტების

ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, შუაშისტური ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა, – ამის შესახებ […]

რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, ნებისმიერი დაპირება პენსიების ზრდის არის შეუსრულებელი – ლადო პაპავა “ლელო”-ს დაპირებაზე

ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა გააკეთა საინტერესო კვლევა და აჩვენა, რომ სანქციების დაწესებით, არა იმდენად რუსეთი დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო: იქნებოდა ეკონომიკის 10 პროცენტიანი ვარდნა, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ “ლელოს” იმ დაპირებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს. როგორც პაპავამ განმარტა, ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, […]

“საქართველოს ორი სიამაყე” – ნინო და ილიკო სუხიშვილების ახალი ფოტო – Marao

“საქართველოს ორი სიამაყე” – ნინო და ილიკო სუხიშვილების ახალი ფოტო – Marao ნინო სუხიშვილი და მისი ძმა, უმცროსი ილიკო სუხიშვილი, მესამე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან. ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც საკუთარ […]

კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრებიდან დაითხოვეს

ცნობილი გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. 59 წლის დამრიგებელს აზიის თასის ნახევარფინალში იორდანიასთან 0:2 მარცხი არ აპატიეს. კლინსმანი ამ თანამდეობას თითქმის 1 წლის განმავლობაში იკავებდა. წარსულში მას აშშ-ის და გერმანიის ნაკრები, ასევე მიუნხენის “ბაიერნი” და “ტორონტო” გაუწვრთნია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ ამერიქან მონოლითი“ ტერმინალს აფართოებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ ამერიქან მონოლითი“ ტერმინალს აფართოებს საქართველოს ბანკი, ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „ამერიქან მონოლითი“ ფოთში სამაცივრე საწყობს და საკონტეინერო ტერმინალს აფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა. ამჟამად, კომპანიის ტერიტორიის მთლიანი ფართობი […]

სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია – სამინისტროს რეკომენდაცია შოვის სტიქიის არეალზე

სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია – სამინისტროს რეკომენდაცია შოვის სტიქიის არეალზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ, შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია. „უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, […]

დედაქალაქსა და ზოგიერთ რაიონში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება – გარემოს ეროვნული სააგეტო

გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, დედაქალაქსა და ზოგიერთ რაიონში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. „გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის […]