პარლამენტში EU-ს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით არასამთავრობოების ნაწილი კვლავ არ მიიწვიეს

ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში მეორე შეხვედრა კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების სრული ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა სამ საკითხზე მიმდინარეობს: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მეორე საკითხია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული ნორმები, მესამე კი – საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, […]

იულია ნავალნაია: გთხოვთ, გაერთიანდით რუსეთის რეჟიმის დასასჯელად

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრეებს პუტინის რეჟიმის დასასჯელად გაერთიანებისკენ მოუწოდა. ნავალნაიამ თქვა, რომ მისი ქმრის დაღუპვაზე ცნობები მხოლოდ სახელმწიფო წყაროებიდან ვრცელდება და არ იცის უნდა დაიჯეროს თუ არა ეს შემზარავი ამბავი: „არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა ეს საშინელი ამბავი. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ პუტინის მთავრობას. მაგრამ […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი

ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით. პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია. საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი. გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა […]

ბოკერია: ნავალნის სიკვდილი პუტინის რეჟიმის სტანდარტითაც განსაკუთრებით შემზარავია

ალექსეი ნავალნი ციხეში მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რეჟიმს აქამდეც არაერთი პოლიტიკური ოპონენტი ჰყავს მოკლული, ნავალნის სიკვდილი ციხეში, მისი მკვლელობის პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პუტინის რეჟიმის სტანდარტითაც კი განსაკუთრებით შემზარავი და უტიფარი დანაშაულია. ჩვენს ქვეყანას თავის თავზე აქვს გამოცდილი ლენინურ-სტალინური საბჭოთა რუსეთის და მისი მემკვიდრე რუსეთის ფედერაციის სისასტიკე, ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა აფხაზეთსა და […]

ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის ლპობას

მისი სიკვდილი რუსეთის ციხეში და ერთი კაცის აკვიატება და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას. რუსეთს ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება

Axios: ბაიდენი ავღანეთიდან გასვლას იცავს და არ თვლის, რომ ვინმემ შეცდომა დაუშვა

გამოცემა Axios-მა მოიპოვა წიგნი, რომლის მიხედვითაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკის ქაოსური გამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამერიკული გამოცემის Politico-ს რეპორტიორის ალექსანდერ ვარდის წიგნში (სახელად “ინტერნაციონალისტები: ტრამპის შემდეგ საგარეო პოლიტიკის აღდგენისთვის ბრძოლა”) წერია, რომ ავღანეთის შემდეგ, “გადადგომა არავის შეუთავაზებია, მეტწილად იმიტომ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არ ფიქრობდა, რომ შეცდომა დაუშვა”. ავტორის თქმით, […]

ოკუპანტებმა კნოლევთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა და ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებსაც. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, […]

ნერგეეთში განგაშის სისტემა დამდგარი შედეგების ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით, 7 თებერვალს ბაღდათის სოფელ ნერგეეთში განვითარებული მეწყრული მოვლენების დროს, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, 30-40 წამში მიაღწია. შესაბამისად, ექსპერტების დასკვნით, განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური. გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიის დეპარტამენტის ანგარიში დღეს, […]

შოლცმა და ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

პარასკევს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და გერმანიაში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში ორმხრივ უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის თანახმად მიმდინარე წლისთვის უკრაინა შვიდ 7 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს. ეს თანხები რუსეთთან ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას მოხმარდება. უკრაინული მხარის ცნობით, გერმანელ მწარმოებლებთან შესაბამისი […]

ვგეგმავთ მყინვარული ხეობებისა და მეწყრული უბნების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით – ოთარ შამუგია

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში და მიმდინარე წელს, 6 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში განვითარებული მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა და ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წარმოდგენილი დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას სტიქიის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე. გარემოს დაცვისა […]