უკრაინას აღდგენისთვის 500 მილიარდამდე დოლარი სჭირდება – მსოფლიო ბანკი

უკრაინის ეკონომიკის აღდგენას ორწლიანი ომის შემდეგ დაახლოებით 486 მილიარდი დოლარი სჭირდება, თითქმის სამჯერ იმაზე მეტი, რასაც 1 წლის წინ ვარაუდობდნენ. ამ შეფასებას მსოფლიო ბანკი, გაერო, ევროკომისია და უკრაინის მთავრობა ერთობლივად აქვეყნებენ. დაახლოებითი შეფასება ხუთაბათს გამოქვეყნდა და 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. იგულისხმება შენობა-ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ფიზიკური ზიანი, ადამიანების, მათი […]
მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიცია ნავალნის მომხრეებს შეკრებას უშლის, არიან დაკავებულები

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცავები ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგებზე მოსახლეობას მისვლას უშლის. მოსკოვში ნავალნის მხარდამჭერები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების მემორიალთან, სოლოვეცკის ქვასთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მოსახლეობას შეკრებაში ხელს უშლის. დამოუკიდებელი მედიის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, ერთ მათგანს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. გარდა ამისა, ხალხი ცდილობდა სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების მემორიალთან შეკრებას. მომიტინგეები პოლიციამ დაშალა. ნავალნის […]
Crosty-ის ფიზიკური მაღაზია იხურება, ბრენდი განვითარების ციფრულ სტრატეგიაზე გადადის

პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიის, Crosty-ის კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, 1-ელ მარტს დაიხურება. ბრენდი პრიდუქციის გაყიდვას ონლაინ განაგრძობს და უმეტესწილად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გადაეწყობა, – აღნიშნული ინფორმაცია Crosty-ის თანადამფუძნებელმა, შოთა მიქაიამ დაგვიდასტურა.
თბილისში ნავალნის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

„რუსეთი თავისუფალი იქნება“, „პუტინი მკვლელია“, “არ დავნებდებით“ – ამ შეძახილებით თბილისში, რუსეთის სალჩოს ყოფილ შენობასთან, ციხეში დაღუპული ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. თბილისში მცხოვრებმა 500-მდე რუსეთის მოქალაქემ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დააკისრა.
ნავალნაია: პუტინი და მისი გარემოცვა პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს გაუკეთეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა დაუსჯელი არ დარჩება, თუ დადასტურდება ალექსეი ნავალნის სიკვდილი, განაცხადა კრემლის კრიტიკოსის მეუღლემ. “მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე” სიტყვით გამოსვლისას, იულია ნავალნაიამ ცრემიალი გამოსვლისას თქვა, რომ არ ენდობა ცნობებს. „თუ ეს სიმართლეა, მინდა პუტინმა, მისმა მთელმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას აგებენ იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს […]
ორი მოგების შემდეგ ფრე “ერდოღანზე” – არველაძის “ფატიჰმა” სატურნირო ცხრილში წინ წაიწია

თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ გასვლაზე „კასპიმპაშას“ დაუზავდა – 1:1. არველაძის გუნდმა თანდათან თამაში გამოასწორა, ორი საშინაო გამარჯვების შემდეგ, სტუმრად შეხვედრა ფრედ დაასრულა, 28 ქულით მე-14 ადგილზეა და 25 თებერვალს „ალანიასპორს“ უმასპინძლებს. კასიმპაშა – ფატიჰ კარაგუმრუკი 1:1 გოლები: 1:0 ნუნო და კოსტა (11), 1:1 ესერიკი (38)
საქართველოს ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. 25 და 28 თებერვალს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მოახლოებული შეხვედრებისთვის მზადება ირის ანტმანის გუნდმა 16 თებერვალს, თბილისში დაიწყო. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი), თათია გაბუნია […]
„ჩვენ ბევრნი ვართ და გვახსოვს ალექსეი ნავალნის სიტყვები” – ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს

რუსეთში ოპოზიციონერი პილოტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბათუმში აქცია დაიგეგმა. სამ საათში ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან მრავალრიცხოვანი აქცია დაიწყო. ორგანიზატორი იყო დიასპორული ორგანიზაცია „რუსები ბათუმში“. ისინი გაკვირვებულები იყვნენ აქციაზე ხალხის დიდი რაოდენობის გამო: „ჩვენ არ ველოდით ამდენ თანამოაზრეს ბათუმში. აქცია სოციალურ ქსელში ჩვენს ჯგუფში სპონტანურად დაიგეგმა 16:00 საათზე. სამ საათში კი […]
რა იწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა თბილისზე – იმედია ეს მაინც ბევრს დააფიქრებს

· 2 “ორი დიდი ნაცრისფერი ფრინველი გარს უვლიდა თბილისს. სახლები იყო დანგრეული და დამწვარი, ხოლო ადამიანები ნახშირივით შეხრუკულები. ეს არ იყო სიზმარი, არამედ ხედვა. ვილოცოთ ყველამ, რომ უფალმა შეგვიწყალოს და აგვაშოროს მძიმე განსაცდელი. ჩვენ ვიცით როგორ დასწვა და დაანგრია უფალმა ცოდვებში მყოფი სოდომ-გომორი. ასევე ვიცით, თუ როგორ დაიფარა დასანგრევად გამეტებული ნინევია, რადგან ამ ქალაქის მცხოვრებლებმა […]
გვაქვს პრეტენზია, რომ ხალხის პარტია ვართ – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალურ მოძრაობას გვაქვს პრეტენზია, რომ ხალხის პარტია ვართ”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 14 თებერვალს, “ფორმულის”- ეთერში, გიორგი თარგამაძესთან სტუმრობისას. “იმ ხალხის, ვისაც დღეს უკიდურესად უჭირს და სჭირდებათ დახმარება”- აღნიშნა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, მათი პარტიის უმთავრესი მიზანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.