„ტექსტილის ინდუსტრიაში დიაგონალური კუმულაციით სარგებლობამ ექსპორტი გაზარდა. გვინდა, რომ ავეჯის სფეროში ჩართული თურქი ინვესტორებიც მოვიზიდოთ“

გასულ წელს საქართველოში წარმოებული 141 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა ექსპორტზე. ქართული წარმოების ტანსაცმელი ძირითადად თურქეთში იგზავნება და აღნიშნული სტატისტიკა მზარდია. ტოპ-10 კომპანიას შორის, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელეს, უმრავლესობა თურქეთთან არის დაკავშირებული. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დიაგონალურმა კუმულაციამ საქართველოს, […]
Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები, თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან

თიბისის Data აკადემიაში, ტექნოლოგიური პროექტის Data BootCamp-ის ბათუმის და თბილისის რჩეული მონაწილეები, თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორკვირიან კურსს გადიან. Data აკადემია თიბისიში 2023 წელს დაარსდა. აკადემიის მთავარი ფოკუსი Data-ს და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და Data Literacy-ს გაზრდაა; ასევე, Data-ს მიმართულებით ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათ კარიერულ განვითარებაზე […]
ხათუნა ლაგაზიძე – მიუნხენის კონფერენციამ აჩვენა, რომ დასავლეთი საკუთარი ახალი „მე“-ს და უსაფრთხოების ახალი ბერკეტების ძიებაშია, მაშინ როცა, აღმოსავლეთი სულ უფრო გაბედულ ნაბიჯებს დგამს

მიუნხენის კონფერენციის შედეგებზე, რამდენად ადეკვატურად უპასუხა კოლექტიურმა დასავლეთმა პუტინს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, ნავალნის მკვლელობაზე, რუსეთის გეგმებს კოსმოსში გაიტანოს ბირთვული იარაღი, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე და მსოფლიოში, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რა შეიძლება მიიღოს საქართველომ, ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს […]
შსს თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ორი პირია დაკავებული. ერთ-ერთს ბრალად ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება, ხოლო მეორე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, 18 თებერვალს, ღამის საათებში, მკვლელობაში ბრალდებულს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში თავისივე მეგობართან შელაპარაკება მოუვიდა, მოგვიანებით კი მან […]
კახეთში დამატებით 1015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს. „8,7 მლნ ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩატარებული […]
ჰააგის სასამართლო პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებებს განიხილავს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს დაიწყებს მოსმენას 1967 წლიდან პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. მედიის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, 52 სახელმწიფოს წარმომადგენლები ისაუბრებენ. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის დეკემბერში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა შეეფასებინა „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის პოლიტიკისა და პრაქტიკის სამართლებრივი შედეგები“. „სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ისრაელის მიერ პალესტინელი […]
თსუ-ის სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თსუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში. „მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს […]
Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან

„თიბისის“ Data აკადემიაში, ტექნოლოგიური პროექტის Data BootCamp-ის ბათუმის და თბილისის რჩეული მონაწილეები, „თიბისის“ პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორ კვირიან კურსს გადიან. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, Data აკადემია „თიბისიში“ 2023 წელს დაარსდა. აკადემიის მთავარი ფოკუსი Data-ს და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და Data Literacy-ს გაზრდაა, ასევე, Data-ს მიმართულებით ახალი […]
ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელობას – კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელია გრძელდება და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. […]
უკრაინამ დაიწყო ავდეევკაში სამხედრო ტყვეთა შესაძლო დახვრეტის გამოძიება

უკრაინა იძიებს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების შესაძლო დახვრეტას. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკიდან გასვლა 17 თებერვალს დაიწყეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დონეცკის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობით დაწყებული გამოძიების საფუძველია ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით 18 თებერვალს გავრცელებული ცნობა, რომ ავდეევკაში, ერთ-ერთ პოზიციაზე დახვრიტეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული ბრიგადის 6 დატყვევებული სამხედრო. დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, […]