წყალი შეწყდება – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, ზოგიერთს კი დღეს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. სამგორის რაიონი – მებაღეობის ქ.N10-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09:30-დან 22:00-მდე წყალმომარაგება შეწუყდება: ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის (ჟორესი), რაზიკაშვილის, მეტრეველის, ლორთქიფანიძის (კაიროს), ნავთლუღის 2 დასახლების ყველა ქუჩას, მებაღეობის და ანდრია გუგუშვილის, ჭიჭინაძის […]

ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის და ჩინეთის წილი შემცირდა, უკრაინის გაიზარდა

2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 338.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9 პროცენტით შემცირდა და 158.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი […]

ჰააგის სასამართლო პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებებს განიხილავს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს დაიწყებს მოსმენას 1967 წლიდან პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. მედიის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, 52 სახელმწიფოს წარმომადგენლები ისაუბრებენ. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის დეკემბერში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა შეეფასებინა „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის პოლიტიკისა და პრაქტიკის სამართლებრივი შედეგები“. „სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ისრაელის მიერ პალესტინელი […]

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – „საქსტატი“

საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წლის IV კვარტალშ იწინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქსტატის ცნობით, 2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა […]

იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 38.9 პროცენტით შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 338.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 38.9 პროცენტით შემცირდა და 158.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, […]

სალომე ზურაბიშვილი – როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს – თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, ის თავის ქმედებებს განაგრძობს

ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რა არის მთავარი საკითხი, რითაც ის მიუნხენში ჩავიდა, პრეზიდენტმა უპასუხა: „მთავარი საკითხი ისაა, […]

საქსტატი: იანვარში იმპორტი 10.1%-ით, ხოლო ექსპორტი 26.2%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 341 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია. ამავე ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 338.6 მლნ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის იანვრის შესაბამის მაჩვენებელზე 26.2%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 10.1%-ით შემცირდა და შესაბამისად, 1 002.7 მლნ […]

გატუზოს “მარსელიდან” ითხოვენ და შესაძლოა, მალე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაწვრთნას

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, “მარსელი” გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს დათხოვნას განიხილავს. “ოლიმპიკმა” ლიგა 1-ის ბოლო ტურში გასვლაზე “ბრესტთან” 0:1 წააგო და კლუბის ბოსებს ბოლოდროინდელი შედეგები არ აკმაყოფილებთ. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, “მარსელს” უკვე 7 მატჩია არ უმარჯვია. აღსანიშნავია, რომ გატუზო მალე შესაძლოა, საბა საზონოვის “ტორინოს” თავკაცი გახდეს. ტურინელთა მოქმედ დამრიგებელ ივან იურიჩს ინგლისიდან […]

“Rugby magazine Uk” ქართული რაგბის შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს

ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Rugby magazine Uk” ვრცელ სტატიას მოამზადებს. გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. ცნობილი ბრიტანული გამოცემის წარმომადგენლები საქართველო- ესპანეთის თამაშს დაესწრნენ. გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას. ვრცელი სტატია კი ქართული რაგბისა და საქართველოს შესახებ “Rugby Magazine Uk”-ში დაიბეჭდება. “ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ რაგბის ჟურნალს დიდი ბრიტანეთიდან. ჩამოვედით რათა თავიდან აღმოვაჩინოთ ქართული […]

ინფორმატიკაში საერთაშორისო ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 7 მედალი მოიპოვეს

9-11 თებერვალს, რუმინეთში, ინფორმატიკაში დიდი საერთაშორისო ახალგაზრდული (15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა) ოლიმპიადა გაიმართა (infO(1)Cup2024). ოლიმპიადაში 140-მდე უძლიერესი მოსწავლით 14 ქვეყნის 37 გუნდი იყო წარმოდგენილი. ქართველი მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ჩვენი ქვეყანა ორი გუნდით, ანუ 8 […]