,,ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა“ – იაგო ხვიჩია

ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: ,,ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ქურდული სამყაროს წევრებად მიიჩნევენ, ერთადერთი ინტერესჯგუფია, რომელიც საქართველოში უფლებრივად ასეთ ღია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. ამაზე მთელი ქართული იურიდიული საზოგადოება თვალს ხუჭავს. ამ ქვეყანაში არ მოიძებნა იურისტი, რომელიც საჯარო სივრცეში […]

სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 67 მეგავატი შეადგინა

სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 67 მეგავატი შეადგინა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, სისტემაში ჩართულია 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 67 მეგავატია. ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული […]

ნავალნი რუსეთში დაბრუნდა საჯაროდ, სააკაშვილი შემოიპარა ქურდულად – ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე ნამდვილად არის კრიმინალი – რატი იონათამიშვილი

ნავალნი რუსეთში დაბრუნდა საჯაროდ, სააკაშვილი შემოიპარა ქურდულად – ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე ნამდვილად არის კრიმინალი – რატი იონათამიშვილი პარალელის გავლება სააკაშვილსა და ნავალნის შორის, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ამორალური უპასუხისმგებლობაა ჩვენს პოლიტიკაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში განაცხადა. „ნავალნი რუსეთში დაბრუნდა საჯაროდ, მაშინ როცა […]

რუსეთში სახელმწიფო ღალატის ეჭვით დააპატიმრეს რუსეთ-აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ქალი

რუსეთის უშიშროების სამსახური, ეფესბე, 20 თებერვალს აცხადებს, რომ დააპატიმრა აშშ-ის და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ქალი, სახელმწიფოს ღალატის ეჭვით, უკრაინის არმიის დაფინანსებისთვის – იუწყება სახელმწიფო მედია. ეფესბეს ქალაქ ეკატერინბურგის დანაყოფი აცხადებს, რომ “შეზღუდა უკანონო ქმედებები ლოს-ანჯელესის 33 წლის მცხოვრებისა, რომელსაც რუსეთის და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ჩართული იყო უცხო ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში”. ეფესბეს განცხადებას […]

ლუკაშენკას სჯერა, რომ მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ნატოში „შეათრევენ“

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ „კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტივობა მხოლოდ გაიზრდება“. „ჩვენ ფაქტობრივად, გაჭიანურებული დიდი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში ვიმყოფებით, კაცობრიობის ტოლი დაშინების მეთოდების გამოყენებით. პროგნოზები არადამაიმედებელია. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტივობა მხოლოდ გაიზრდება. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებას, ვითარება მათთვის ხელსაყრელია. პირდაპირ გეტყვით, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: ევროპის თითქმის ყველა ლიდერი […]

იაპონია მასპინძლობს უკრაინის აღმშენებლობის კონფერენციას

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა 19 თებერვალს გამოვიდა პირობით, რომ მისი ქვეყანა ხანგრძლივი ვადით ჩაერთვება უკრაინის აღმშენებლობის პროცესში, რასაც მან სამომავლო ინვესტიცია უწოდა. იაპონია ხაზს უსვამს მისი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას იმ ფონზე, როცა ახლოვდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავი. იაპონიაში, უკრაინის მთავრობასთან და ბიზნესის ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზებული კონფერენციის გახსნისას კიშიდან თქვა, რომ იაპონიის მხრიდან სახელმწიფო […]

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს“ – ერდოღანი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. „კრიტიკული გამოწვევების პერიოდში უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყნების პოტენციალი ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, არსებითად, ამის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული მაგალითია, იმისთვის, რომ ამ სარკინიგზო […]

რეაბილიტაციის შედეგად ტიმოთესუბნის ეკლესიის ავთენტური სახე შეიცვალა და დაკნინდა — დასკვნა

რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ტიმოთესუბნის XII-XIII საუკუნეების მიჯნის ეკლესიის ავთენტური სახე და დაკნინდა მისი არქიტექტურული ღირებულება, — ასეთია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დასკვნა ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაზე 2022-2023 წლებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. ეროვნული კვლევითი ცენტრის შეფასებით, 2022-2023 წლებში ტიმოთესუბნის ეკლესიაზე მასშტაბური ფიზიკური სამუშაოები ისტორიული შენობისათვის მიუღებელი […]

პესკოვმა გაამხილა პუტინის მიერ კიმ ჩენ ინისთვის ნაჩუქარი ავტომობილის მარკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა. ეს კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ინფორმაცია, რომ პუტინმა კიმს „რუსული წარმოების პირადი მანქანა“ აჩუქა, დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე. ფხენიანს ავტომობილის მარკა და მოდელი არ დაუსახელებია. 2023 წლის სექტემბერში, […]

რუსეთში 67 ათასზე მეტი მოქალაქე ოფიციალურად მოითხოვს ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას

რუსეთში 67 ათასზე მეტმა მოქალაქემ საგამოძიებო კომიტეტს გაუგზავნა ოფიციალური წერილები, რომლებითაც მოითხოვენ ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას – იუწყება მედიასაშუალება Meduza, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში იზრდება უკმაყოფილება კრემლის ოპონენტის ცხედრის გამოჩენაზე უარის გამო შესაბამისი უწყებების მხრიდან. წერილების კამპანია წამოიწყო უფლებადამცველმა ჯგუფმა OVD-Info-მა, რომელიც ოფიციალური წერილების გასაგზავნად იყენებს სერვისს Dyatel-ი (Woodpecker). ევროკავშირი მოითხოვს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას […]