გიორგი ბარამიძე – ზურაბიშვილი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე – თუ მას უნდა, რომ საქართველო მართლა იყოს ევროპული სტანდარტების სახელმწიფო, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყვიტოს

იგივე პასუხისმგებლობა, როგორც ივანიშვილს, სალომე ზურაბიშვილსაც ეკისრება. ის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეს არაფერს ნიშნავს თუ მას შინაარსი არ მოყვა – თუ მას უნდა, რომ საქართველო მართლა იყოს ევროპული სტანდარტების სახელმწიფო, სააკაშვილის ეს პოლიტიკური, აბსოლუტურად სამარცხვინო პატიმრობა უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და […]
დიღმის მასივში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე არსებული ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის მეექვსე ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის განმარტებით, ის თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და, დაახლოებით, 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. „აღნიშნული პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ. ფილიალში ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები: […]
კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქართველ სპორტსმენებს შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა. „რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ორმა თანამემამულემ ძალიან გვასახელა და გაგვახარა. მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს. ილია თოფურია […]
„გაიზრდება ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა“ – კახა კალაძე

„საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა. „შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს […]
უკრაინა რუსული სუ-34-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, უკრაინაში მორიგი რუსული გამანადგურებელი, სუ-34 ჩამოაგდეს. „მინუს ერთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. სუ-34-ის ეკიპაჟი უერთდება ჩვენს რუბრიკას „მარადიული ფრენა, ძმებო!“ — დაწერა ნიკოლაი ოლეშჩუკმა Telegram-ზე. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, თვითმფრინავი აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს. ბოლო ერთ კვირაში უკრაინამ უკვე ექვსი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
სპეცრაზმელს შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობის ბრალდება წარუდგინეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. „2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის […]
კახა კალაძე – გაიზრდება მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა – დედაქალაქის მასშტაბით მობილური ვეტკლინიკა იმოძრავებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარების მიზნით, კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტ-ოპერაციული […]
იაგო ხვიჩია – ძალიან მომაბეზრებელი გახდა „ქართული ოცნების” და პრეზიდენტის ეს „დამპლური თამაშები“

ჩემთვის ძალიან მომაბეზრებელი გახდა „ქართული ოცნების” და პრეზიდენტის ეს „დამპლური თამაშები“ – არ მჯერა, რომ ქალბატონი სალომეს წინააღმდეგობა, რომელიც ამ უაზრო ვეტოებით გამოიხატება, რეალურია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის შეთანხმების ნაწილია. როგორც ხვიჩია აღნიშნავს, პრეზიდენტს არანაირი საფუძველი არ […]
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა “ვივამედიდან” ესწრება მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ ჰყავთ გამოძახებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი […]