სპეციალურად “პიჯაკების საქმეზე” ჩავიცვი ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც ნივთმტკიცებულებაა და მე არ უნდა მქონდეს – სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე საკუთარ პროცეს დისტანციურად კლინიკა “ვივა მედიდან” ერთვება. მან თქვა, რომ სპეციალურად ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებაა და წესით მას არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ესეც მიუთითებს რამდენად იურიდიულად გაუმართავია აღნიშნული საქმე. “მე ერთი რამე კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან, ნივთმტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში. […]

“მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი – აჰა, შეგიძლიათ ეს აიღოთ” – სააკაშვილი

როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა ეს არის რუსული სააკაშვილიო, ნავალნის არ ახსენებდა, მისთვის ნომერ პირველი მტრები სანამ ზელენსკი გაჩნდებოდა, ვლადიმერი ჩემი უშუალო შეფი ახლა – ამის შესახებ მსჯავრდადებულმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი სასამართლო საქმის სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა, სადაც ის რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინმა ერთი ნომერ პირველი […]

როგორც საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი ევროპაში ინტეგრაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის შესახებ მსოფლიოსთვის პოლიტიკურ გზავნილად შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გზავნილი ბრიუსელმა მიიღო, გაიგო და თავადაც პროცესის გაგრძელების მზაობით უპასუხა. „ვიზიტი ბრიუსელში, მოწმობდა ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენთვის პოლიტიკურად ევროკავშირში ინტეგრაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს გზავნილი ევროკავშირის მხარემ სათანადოდ […]

ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთ „პრობლემურ“ ტერმინებს, როგორიცაა „დედა/მამა“, „ქმარი/ცოლი“

სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლებს მოუწოდა თავი აარიდონ ისეთ „პრობლემურ“ ტერმინებს, როგორიცაა „დედა/მამა“, „ქმარი/ცოლი“, – ამის შესახებ New York Post-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა“, „მამა“, ქალბატონებო და ბატონებო“, „ვაჟიშვილი“, „ქალიშვილი“. „ცოლი“, „ქმარი“. 5 თებერვლით დათარიღებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ გენდერი […]

ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ მოიტანა. დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და […]

ასლან ბჟანია – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-თან ინტერვიუში განაცხადა. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოიჩინა. იმ პროვოკაციაში არ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. მეორე […]

გიორგი კახიანი – შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც არ გამოვრიცხავ

შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის ამოცანა არის, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც არ გამოვრიცხავ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული თუ რა მძიმე პოლიტიკური ტვირთი იქნება მისთვის, თუკი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს. როგორც კახიანი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის […]

კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკურსის სამ მიმართულებას ახალი მიმართულება – მედიახელოვნება დაემატება, განაცხადების მიღება კი ამ მიმართულებით 28 თებერვლიდან იგეგმება. „უკვე რამდენიმე წელია ვატარებთ კონკურსს – „შემოქმედებითი თბილისი“ და ძალიან ბევრ […]

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის მიღება QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი

პროექტ SCANTBILISI-ის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები განთავდა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კომპანია „სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი. პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI – „დაასკანერე […]

ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრა გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების (Fintech) განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა ლევან დავითაშვილის სიტყვით გაიხსნა, სადაც მან CAREC-ის ქვეყნების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციების შექმნა-განვითარების პროცესში ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „იზრდება რა, რეგიონი და შესაბამისი ეკონომიკები, […]