გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიაზე რუსეთის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია. ამის შესახებ მან ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების […]

ირანი ისრაელს გაზსადენის დაზიანებაში ადანაშაულებს

ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ ისრაელი დაადანაშაულა ბოლოდროინდელ აფეთქებებში, რამაც ირანის ორ პროვინციაში გაზსადენი დააზიანა. 21 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას, ოუჯიმ ინციდენტები აღწერა, როგორც “ისრაელის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ირანის შიგნით გაზის მიწოდების შეწყვეტას”. ოუჯიმ არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება მისი განცხადებების გასამყარებლად. ისრაელის ხელისუფლებას ბრალდებებთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. 14 თებერვალს მომხდარი აფეთქებების სამიზნე […]

ლუკაშენკომ ბელარუსში შეიარაღებული ჯგუფების შექმნის განკარგულება გასცა

ბელარუსი „ექსტრემისტული ხასიათის“ დანაშაულის წინაშეა – ამბობს პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მოუწოდებს ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს, შეიქმნას სპეციალური, შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ქალაქებში და ქვეყანაში წესრიგს უზრუნველყოფს. სპეციალური ჯგუფების შექმნის იდეას ბელარუსის პრეზიდენტი ხალხზე ზრუნვის მოტივით ხსნის. „ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ სახლში, სამსახურში, ქუჩაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს“, – ამბობს ლუკაშენკო ვიდეოში, რომელიც სამთავრობო მედიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. […]

იენს სტოლტენბერგი – ძალიან გვახარებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის კეთილდღეობის, დემოკრატიის კუთხით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ

ჩვენ მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, თავდაცვის ნაწილში და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, სწორი მიმართულებით მიდის საქართველო კეთილდღეობის, დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ. „გილოცავთ დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე […]

ნათია თურნავამ თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანიც CAREC-ის ქვეყნებს შორის ფინტექ სფეროში თანამშრომლობის იდეების განხილვაა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ორი დღის […]

მამუკა მდინარაძე – ქვეცნობიერმა ათქმევინა თემურ ჯანაშიას, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის – ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება

წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის მათი [ოპოზიციის] მიზანი. ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ მიზანი ეს არის , – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში. მდინარაძის განმარტებით, არჩევნების დღეს, […]

პაატა კვიჟინაძე – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, მთავრობის დამსახურებაა და აქ საკამათო არაფერია

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, მთავრობის დამსახურებაა და აქ საკამათო არაფერია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ ფინანსთა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა და ძირითადად იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამინისტროს დღის წესრიგშია. მათივე ცნობით, პაატა კვიჟინაძემ […]

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია თურქეთის ომბუდსმენს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც თურქეთის ომბუდსმენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის მთავარ აუდიტორს (ომბუდსმენს), შერეფ მალქოჩს შეხვდა. მალქოჩი, ომბუდსმენად არჩევამდე, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ერდოღანის მთავარი მრჩეველი და თურქეთის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. საუბრის […]

ირანი ისრაელს ადანაშაულებს გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებში

ირანის ნავთობის მინისტრმა, ჯავად ოვჯიმ ისრაელი დაადანაშაულა ბოლო ხანებში მომხდარ აფეთქებებში, რომელთა შედეგადაც შეფერხდა გაზის მიწოდება ირანის პროვინციებში, ინციდენტებმა კიდევ უფრო მეტად დაძაბა ურთიერთობა ორ მეტოქე სახელმწიფოს შორის. 21 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბარში ოვჯიმ ინციდენტებს უწოდა ისრაელის მიერ მოწყობილი მიზანმიმართული აქტი, რომლის მიზანი იყო ირანში გაზის შიდა მიწოდების შეფერხება. ოვჯის თავისი განცხადებების მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ისრაელის […]

“ჩვენი სურვილია საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს” – სტოლტენბერგი კობახიძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სტოლტენბერგმა ისაუბრა უკრაინაში ომზე და აღნიშნა, რომ ამ კვირაში 2 წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ბრძოლის ველზე ვითარება […]